გაიცანით UG სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული-დავით მელიქიშვილი

#გაიცანით UG სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები 

 

სიხარულით გაცნობებთ,  UG სკოლის კურსდამთავრებული დავთ მელიქიშვილი ჩინეთის უნივერსიტეტში, Duke Kunshan University,  ფიზიკის მიმართულებით 75%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

 

დავითი წლების განმავლობაში ჩვენი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მოსწავლე იყო. იგი აქტიურად მონაწილეობდა ფიზიკის მიმართულებით გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, ოლიმპიადასა და ტურნირში.

მის მნიშვნელოვან მიღწევებს შორისაა:

 

 USAIYPT- ნორჩ ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობა, სადაც ორჯერ იყო გუნდის კაპიტანი;

 

 IFEST ტურნირზე გუნდის მწვრთნელი გახლდათ, სადაც მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა;

 

 GENIUS ოლიმპიადაზე  საპრიზო ადგილი მოიპოვა.

 ფიზიკის დარგში არაერთი საერთაშორისო მედალი და ჯილდო დაიმსახურა.

 

აკადემიური წარმატებების გარდა, დავითი სკოლის თვითმმართველობის აქტიური წევრი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა სხვადასხვა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ ინიციატივაში.

 

ვულოცავთ დავითს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს აკადემიურ და პროფესიულ გზაზე! 

 

#Meet UG School’s Successful Graduates 

 

 We are delighted to share that UG School graduate Davit Melikishvili  has been admitted to Duke Kunshan University  in China to study Physics  with a 75% scholarship.

 

 Throughout his years at UG School, Davit was one of our most distinguished and successful students. He actively participated in various international conferences, Olympiads, and tournaments in the field of physics.

 

His notable achievements include:

 

 Participation in the USAIYPT (International Young Physicists’ Tournament) where he served as team captain twice;

 

 Serving as a team coach at the IFEST Tournament, where under his leadership the team won silver medals;

 

 Winning a prize award  at the GENIUS Olympiad;

 

 Earning numerous international medals and awards in the field of physics.

 

In addition to his academic achievements, Davit was an active member of the Student Self-Government and made valuable contributions to various charitable and community initiatives.

 

 We congratulate Davit on this remarkable achievement and wish him even greater success in his academic and professional journey!

 




იუჯი საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
Hi there! Need help? Chat with us!
გამარჯობა! დაგვიკავშირდით ჩატით!