ონლაინ სწავლების უცნობი, დადებითი ასპექტები.

 

 

 

 

 

დღევანდელმა არსებულმა ვითარებამ, სამყარო საკმაოდ ბევრი შეზღუდვის წინაშე დააყენა. დადგა ცვლილებების დრო,  ამავდროულად  ყველა გარდაქმნა უნდა იყოს მინიმალური ზიანის და მაქსიმალური შედეგის მომტანი.  ეს კი დამეთანხმებით მარტივი არ არის. 

ცვლილება შეეხო განათლების სისტემასაც, მსოფლიოს მაშტაბით 130 ქვეყანაში შეწყდა ტრადიციული მეთოდით განათლების მიწოდება და  არსებულ ვითარებაზე მორგება  ალტერნატიული, დისტანციური სწავლების მეთოდების შემუშავებით გადაწყდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ალტერნატიული მეთოდი უნდა აკმაყოფილებდეს  ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნას, ამიტომ, როგორც ბევრ დანარჩენ სფეროში, ასევე, საგანმანათლებლოშიც, სწავლების ყველაზე ოპტიმალური მეთოდი ონლაინ ანუ ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სწავლება დაინერგა, მაგრამ განათლების მიმართულებით ყველა გადადგმულ ნაბიჯს და სიახლეს  მოეძებნება, შემუშავებული სტრატეგიების თუ მეთოდების კვლევებზე დაუძნებული,  დადებითი და უარყოფითი მხარეები. მაგალითად, ჩვენ ვფლობთ დაზუსტებულ ინფომრაციას, რომ კომპიუტერის ხშირი მოხმარება საფრთხის შემცველია ბავშვისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია გავშალოთ საკითხი და ავღნიშნოთ თუ როგორ და რა ფორმით. 

პირველ რიგში, ვიცით რომ პასიური ყურება შეიძლება იწვევდეს განვითარების შეფერხებას, მაგრამ ალბათ ბევრი  არაფერი გვსმენია ინტერაქციულ ყურებაზე, ანუ როცა ბავშვი ჩართულია სოციალურ ურთიერთობაში, გამოთქვამს აზრებს, იღებს და აღიქვამს ახალ ინფორმაციას და ეძლევა საშუალება ჩამოაყალიბოს ნებისმიერი ემოციური კავშირი. თვალნათელია,რომ პასიური ყურების შესაღებ მიღებული კვლევის შედეგები ინტერაქციულ ყურებაზე ვერ გავრცელდება.  აი მაგალითად, იუნისეფის ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, ხანგრძლივი დროით ურთიერთობა კომპიუტერთან, უმეტეს შემთხვევაში, სულაც არ არის ნეგატიური შედეგების გამომწვევი. თუკი  ინტერაქცია ხდება სწორი გზებით, მათი თქმით, დრო არ შეიძლება ჩაითვალოს  განმსაზღვრელად და მთავარი ფაქტორი ხდება „შინაარსი“ ანუ  ის, თუ რას აკეთებს ბავშვი ციფრულ ტექნოლოგიებთან ურთიერთქმედებისას. 

ბავშვები ციფრულ ტექნოლოგიებთან სწორი უერთიერთქმედებისას ისევე ინვითარებენ შემოქმედებით, სოციალურ და ემპათიის უნარებს, როგორც ტრადიციული მეთოდებით ჩარევისას.  მკველვარები გვეუბნებიან, რომ მთავარია ვასწავლოთ ბავშვებს ტექნოლოგიების სწორი და მიზნობრივი გამოყენება, ასეთ მიმართებით, ბავშვს არ გაუჩნდება დამოკიდებულება ეკრანის მიმართ.

ინტერნეტი საშუალებას გვაძლევს გვქონდეს წვდომა ნებისიერ ინფორმაციასთან, შევიმეცნოთ სიახლეები და გავხდეთ მონაწილენი თანამედროვე მსოფლიოსი. კვლევების თანახმად, ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ონლაინ, ხდებიან უფრო მეტად აქტიურები და ცდილობენ მიაღწიონ მეტ აკადემიურად  წარმატებას. ასევე, დამტკიცებულია, რომ ონლაინ სწავლებამ გაზარდა დამოუკიდებლობის ხარისხი უფროს კლასელ ბავშვებში. ისინი გახდნენ უფრო პასუხიმგებლიანნი საკუთარი შრომის მიმართ.

ასევე, ხშირად გვესმის, რომ ბავშვები არიან ფიზიკურად უმოძრაოდ. თუმცა ამის საპასუხოდ მკვლევარები გვეუბნებიან, რომ ციფრული ტექნოლოგიები შეგვიძლია წარმატებით გამოვიყენოთ ბავშვების ფიზიკური ატქივობის გასაზრდელადაც. მაგალითად, შევთავაზოთ მათ ისეთი ვიდეო-რგოლები, რომლებიც მისცემთ მათ საშუალებას გაიმეორონ სხვადასხვა მოქმედებები. (მაგ. სპორტის გავეთილები, იოგა, ფიზიკური თამაშები)

ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი ონლაინ სწავლების წარმატებისთვის არის მის სპეციფიურ მახასიათებლებზე დაკვირვება, მათი აღმოჩენა და ნეგატიური მხარეების პოზიტიურად მოდიფიცირება.   

პირველ რიგში, მშობლებმა ბავშვებს უნდა შეუნარჩუნონ სოციალური ინტერქცია თავიანთ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ( მაგ. ვიდეო ჩათები) 

მასწავლებლებმა საგანმანათლებლო პროცესი მაქსიმალურად უნდა ააგონ ინტერაქციულ მეთოდზე. მაგრამ ეს არ გულისხმობს მოსწავლეებისთვის ახალი სტილის თავისუფლების მიცემას, არამედ მასწავლებლის მხრიდან მნიშვნელოვანია შემუშავდეს კლასის დიცსიპლინის სტრუქტუირების ახალი ნორმები და მეთოდები ანუ შემუშავდეს ონლაინ სწავლების ახალი დისციპლინა. 

გამომდინარე ზემოთ ხსენებული ინფორმაციებიდან, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სწორად ფორმირებული ონლაინ სასწავლო პროცესი, დისციპლინირებული ინტერაქციული მეთოდებით, შესაძლებელია შედეგის კუთხით საერთოდ არ განსხვავდებოდეს ტრადიციული მეთოდებისგან და მითუმეტეს არ იყოს ბავშვისთვის ზიანის მომტანი.

 

 

 

 

 

https://www.unicef.org/globalinsight/stories/rethinking-screen-time-time-covid-19?fbclid=IwAR2rBELZYjX4aawE8VvUcsE6IVMQs1r9_pvm9BuKv12Jpv-uENzK8Hz9TtM

 

https://blogs.lse.ac.uk/parenting4digitalfuture/2018/04/25/more-access-less-harm/

https://blogs.lse.ac.uk/parenting4digitalfuture/2016/10/21/new-screen-time-rules-from-the-american-academy-of-pediatrics/

https://www.educationworld.in/impact-of-online-learning-on-school-education/

https://bangordailynews.com/bdn-maine/community/online-schooling-for-elementary-does-it-have-negative-impacts-on-social-skills/

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები