ძვირფასო მშობლებო და ბავშვებო, მოგესალმებით!
მადლობას გიხდით ჩვენი სკოლის დაინტერესების გამო.
თუკი გვკითხავთ, რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იუჯი სკოლაზე, ჩვენ გიპასუხებთ, რომ ამ სკოლაში თქვენი ბავშვების წარმატებული აკადემიური და პიროვნული განვითარებისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს:
- საერთაშორისო ატესტატი- ჩვენი სკოლა ერთადერთია თბილისის სკოლებს შორის, რომელიც კემბრიჯის შეფასებისა და გამოცდების ცენტრთან ერთად ადგილზე ატარებს ბრიტანულ ეროვნულ გამოცდებს და მოსწავლეებს ბრიტანული და ქართული ატესტატის აღების საშუალეაბს აძლევს.
- საერთაშორისო პროგრამა და ატესტატი ყველაზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად. იუჯი სკოლა ერთადერთი საერთაშორისო სკოლაა თბილისში, რომელიც 8000 ლარად ქართული ატესტატის პარალელურად საერთაშორისო ატესტატის აღების შესაძლებლობას ქმნის
- გაძლიერებული სწავლება ფიზიკასა და მათემატიკაში ( რობოტექნიკა და პროგრამირება)
- ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურნირებზე
- შემეცნებითი ტურები საზღვარგარეთ
- მაღალკვალიფიციური გუნდი (როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პედაგოგები)
- უახლესი, ევროპული სტანდარტების შენობა და ინფრასტრუქტურა
- კეთებით სწავლება“Learning by doing“ - სწავლების უახლესი მეთოდი, რომელიც დანერგილია მსოფლიოში წარმატებულ საერთაშორისო სკოლებში.
- ყველაფერი ერთ სივრცეში- სკოლაში ფუქციონირებს შემეცნებითი, გასართობი, თერაპიული წრეები, საკვირაო სკოლა, სპორტული სკოლა
- სოციალური პროექტები- ჩვენთვის მთავარია აღვზარდოთ ღირსეული მოქალაქე, სწორედ ამიტომ სკოლაში ხორციელდება არაერთი სოციალური პროექტი.(საქველმოქმედო თუ ბუნების დაცვის მიმართულებით)
- შემოქმედებითი კლუბები
- საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობა.
- UG ერთადერთია საქართველოში, რომელიც განათლების სრულ სპექტრს გთავაზობთ ; UG ბაღი, UG სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი / The University Of Georgia
ყოველივე ეს UG სკოლის კონცეფციის სხვადასხვა ასპექტებია, ერთიანობაში კი განსაზღვრავს როგორც სკოლის პერიოდში, ისე მისი დამთავრების შემდეგ მოსწავლის მოქალაქეობრივ თუ პროფესიულ წარმატებას, რომელიც მთლიანად ეფუძნება 21-ე საუკუნის ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე აღმოცენებულ სამოქალაქო ცნობიერებას.
თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენს სკოლაში დარეგისტრირებას, გჯეროდეთ,რომ თქვენ მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე ამას ელოდით. სკოლა თქვენს შვილებს საკუთარ თავში აღმოაჩენინებს იმაზე მეტ რესურსს, ვიდრე ეს ადრე წარმოედგინათ!
მანანა სანაძე,
UG სკოლის დირექტორი