სიახლე UG სკოლის სასწავლო პროცესში

 

 

 

 

 

 

 

”UG სკოლის” მიზანი ისეთი თაობის აღზრდაა, რომელსაც კარგი ცოდნა და განვითარებული ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევები ექნება. საშუალო განვითარების ბავშვებში ,აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად აუცილებელია კონკრეტული უნარ-ჩვევების გაღრმავება.

ამ მიზნით UG სკოლამ შეიმუშავა სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც ბავშვების განვითარებაზე, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზეა გათვლილი. 

პროექტის ფარგლებში ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი ერთობლივად აკვირდებიან კლასებს, კონკრეტულ ბავშვებს და დაკვირვების შედეგად, საჭიროების და მიხედვით ინდივიდუალურად ეხმარებიან გარკვეული ტიპის უნარების გაუმჯობესებაში.

მეთოდოლოგია მოიცავს ნატიფი და მსხვილი მოტორიკის,კონცენტრაციის, მეხსიერების გაუმჯობესების სპეციალურ პროგრამებს.
პროექტი იუჯი სკოლაში 2018 წლის სასწავლო წლიდან მიმდინარეობს.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები