UG საზაფხულო სკოლაში მიღება დაიწყო

UG სკოლამ დაიწყო მოსწავლეთა რეგისტრაცია საზაფხულო სკოლისათვის.

UG საზაფხულო სკოლა გთავაზობთ მომსახურების 4 კვირიან პაკეტს; 3 ივნისიდან - 28 ივნისის ჩათვლით (სურვილის შემთხვევაში მშობელს შეუძლია დარეგისტრირდეს მისთვის სასურველი პერიოდით).  

1 კვირის საფასურია  390  ლარი. 

საზაფხულო სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება დილის 9:00 საათზე და გრძელდება საღამოს 19:00 საათამდე. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ორჯერად სრულფასოვან კვებას (ხილი, სადილი, სამხარი). 

ზაფხულის სკოლის პერიოდში მოსწავლეები დროს ძირითადად სკოლის გარეთ, ბუნებაში გაატარებენ. 

კვირის განმავლობაში ორ სამუშაო დღეს მოსწავლეები გაატარებენ სკოლაში (არასაკლასო პირობებში) და ჩაუტარდებათ ინგლისურის, მათემატიკის, ისტორიის, მითოლოგიისა და კითხვის კლუბის გაკვეთილები. 

5 სამუშაო  დღიდან სამი დღე დაგეგმილია გასვლითი ღონისძიებები ქალაქგარეთ. მოსწავლეები მთელ დღეს ბუნებაში გაატარებენ კითხვის კლუბის ფარგლებში პედაგოგთან ერთად წაიკითხავენ მხატრულ ლიტერატურას, ჩაერთვებიან ინგლისური ენის პროექტებში და სხვა.

 რეგისტრაციის ბოლო დღეა 10  მაისი. 

დაგვიკავშირდიღ ნომერზე : 032 2 44 30 30 

ასევე სურვილის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდეთ დამრიგებლებს (გთხოვთ ასევე მიუთითოთ რა პერიოდით გსურთ მომსახურეობით სარგებლობა) 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები