იუჯი სკოლა სამეცნიერო-შემეცნებითი ტურით საფრანგეთსა და შვეიცარიაში იმყოფებოდა

 

 

 

 

 

UG სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეების მონაწილეობით  საფრანგეთსა და შვეიცარიაში  6 დღიანი სასწავლო-შემეცნებითი ტური გაიმართა.

ქალაქ ჟენევაში მოსწავლეები სტუმრობდნენ ცერნს  –  ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციას,  – რომელიც მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტალური ნაწილაკების ფიზიკაში. ორგანიზაცია ასევე ცნობილია, როგორც ინტერნეტის დაბადების ადგილი. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  სხვადასხვა სახის აქტივობებში, რასაც კურირებას ცერნის  CMS- ის ქართველი მეცნიერერ- მუშაკები უწევდნენ. სტუმრები ცერნის  თანამშრომლებმა  ფიზიკის წიგნებითაც დააჯილდოვეს.

ჯგუფმა ჟენევაში მოინახულა  ეთნოგრაფიული მუზეუმი, , Patek Philippe Museum – მუზეუმი ძვირადღირებული, ფასდაუდებელი საათებით, ჟენევის ცნობილი  შადრევანი – Jet d’Eau  და სხვადასხვა ისტორიული ტაძრები.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს პარიზის ღირსშესანიშნაობებიც- მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის, ხელოვნების უნიკალური ნიმუშებით ცნობილი მუზეუმი -სახელგანთქმული ლუვრი,  პარიზის სიმბოლო- ეიფელის კოშკი, ტრიუმფალური თაღი,

ტურის შედეგად მათ გაიღრმავეს ცოდნა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებში და  შეიძინეს ახალი საინტერესო  გამოცდილება.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები