UG სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ ევროკავშირის კოდირების კვირეულს

UG სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ ევროკავშირის კოდირების კვირეულს!

ევროკავშირის კოდირების კვირეული ყოველწლიურად აერთიანებს მილიონობით ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავს ციფრული წიგნიერების და კოდირების უნარების პოპულარიზაციას.

STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა) გაკვეთილის დროს, მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო პრაქტიკული დავალება შეასრულეს. ისინი გაეცნენ კოდირების ფუნდამენტურ პრინციპებს და შეიმუშავეს პატარა პროგრამები, რომლებიც ასახავს მათ კრეატიულობასა და ტექნიკურ უნარებს.

UG სკოლის STEAM პროგრამა, ევროკავშირის კოდირების კვირეულის მსგავსად, მიზნად ისახავს მოსწავლეების მრავალმხრივი განვითარებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მათ პროფესიულ და აკადემიურ წინსვლაში.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები