იუჯი სკოლის შემეცნებითი ტური პოლონეთში

 

 

 

 

 

 

იუჯი სკოლამ, 2019 წლის 8-13 იანვარს სამეცნიერო-შემეცნებითი ტური პოლონეთის დედაქალ ვარშავაში განახორციელა.
ტური ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილების მომტანი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.
მათ მოინახულეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული და ცნობილი კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც მოიცავს პლანეტარიუმს, 4850 კვ. მ ძირითად საგამოფენო სივრცეს, ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიებს. დარბაზებში 450 ექსპონატია გამოფენილი. მათი უდიდესი ნაწილი ინტერაქტიულია, ჩვენმა მოსწავლეებმა განახორციელეს ცდები, მოახდინეს დაკვირვება და გაიარეს ტესტი.
კოპერნიკის ძირითადი პრინციპია გააღვიძოს ადამიანში აღმომჩენი და სამყაროს მიმართ ცნობისმოყვარეობის გაძლიერების გზით წაახალისოს მისი მეცნიერულად შეცნობა.

ექსპონატების ნაწილი ორიგინალურია. მისი ავტორები ცენტრის თანამშრომლები ან ღია კონკურსში გამარჯვებული მეცნიერები არიან. ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ქონდათ პირადად ეხილათ“სინათლის ზონა”, სადაც სინათლის შესახებ კანონზომიერების, ილუზიებისა და სინათლით ინფორმაციის გადაცემა-მიღების პრინციპების გაცნობაა შესაძლებელი.

 

გარდა სამეცნიერო ტურისა მოზარდები ეწვივნენ ვარშავის ზოოპარკს, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ტერიტორიითა და არსებების ნაირსახეობით. ზოოპარკში სახლობს 3000 ათასზე მეტი არსება.

ჯგუფმა ასევე მონახულა შოპენის მუზეუმი,რომელიც დააარსა ფრიდერიკ შოპენის საზოგადოებამ 1930 წელს. მათ 30-იან წლებშივე დაიწყეს ფოტოების, ბიბლიოეთეკის შეგროვება, სხვადასხვა მფლობელისგან გამოისყიდეს 13-მდე ღირებული ხელნაწერი. 1954 წლიდან მუზეუმმა უკვე ოსტროგსკის სასახლეში დაიდო ბინა. 2010 წელი ვარშავაში შოპენის წელი იყო. ამასთან დაკავშირებით შენობა მნიშვნელოვნად განაახლეს.

მუზეუმი მოიცავს შოპენის ორიგინალურ ხელნაწერებს, ფოტოებს, სკულპტურებს, წერილებს, საკონსკურსო ნამუშევრებს.

მუზეუმის მნახველებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა დასხდნენ ნებისმიერ კომპიუტერთან და დატკბნენ შოპენის შემოქმედებით. მუზეუმში ყოფნის ვიზიტი განუსაზღვრელია. ჩვენი მოსწავლეები მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და სიამოვნებას იღებდნენ კლასიკური შემოქმედების მოსმენასა და დათვალიერებაში.

ჯგუფმა,პოლონეთში ვიზიტისას მოინახულა არა ერთი კულტურული და შემეცნებითი ცენტრები, როგორიცაა; მარია სკლადოვსკაია-კიურის სახლ-მუზეუმი,ვარშავის სამეფო სასახლე, პოლონეთის ეროვნული მუზეუმი.
პროექტს ხელმძღვანელობდა ფიზიკის მასწავლებელი ბატონი გენადი კიანი და ისტორიის პედაგოგი შოთა თვალაძე.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-შემეცნებითი ტურემი ჩვენს სკოლის ორგანიზებით, 2019 წელსაც გააგრძელდება.

  




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები