ტრეიდერების ჰაბი, ფინანსური განათლების წამყვანი პლატფორმა, UG საინვესტიციო ფონდთან თანამშრომლობით, UG სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს – მარტიდან მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ გაიარონ ტრეიდინგის ტრეინინგი!
რა არის ტრეიდერების ჰაბი?
რატომ უნდა ჩაერთო?
არ გაუშვა შანსი – მარტიდან UG მოსწავლეებისთვის ეს ტრენინგი სრულიად უფასოა!
დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ;
პროექტის მიზანი:
საქართველოს უნივერსიტეტის საინვესტიციო ფონდის მიზანია მოსწავლეებისთვის ინვესტიციების ძირითადი პრინციპების სწავლება, რაც მათ დაეხმარება ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში, სწორ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში და კარიერული შესაძლებლობების გაფართოებაში. პროექტი ხელს უწყობს მომავლისთვის თანხის დაგროვებას, ინვესტიციების მართვის უნარების განვითარებას და ფინანსური ბაზრების უკეთ გაგებას, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს გააცნობიერონ რისკები და მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები.
მისია:
პროგრამა მოიცავს ორ მნიშვნელოვან ეტაპს – თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რაც ინვესტირების სფეროში პრაქტიკული და ანალიტიკური უნარების გამომუშავებას უზრუნველყოფს.
შედეგი
პროგრამის გავლით სკოლის მოსწავლეები შეიძენენ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას ინვესტიციებისა და ფინანსური ბაზრების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს სამომავლო ფინანსური გადაწყვეტილებები გაცნობიერებულად მიიღონ.
ფინანსური და საინვესტიციო ცოდნა – პროგრამის მონაწილეები დაეუფლებიან ფინანსური ბაზრების ფუნქციონირების პრინციპებს, ისწავლიან, როგორ უნდა მართონ საინვესტიციო პორტფელი, გააანალიზონ რისკები და მიიღონ ოპტიმალური გადაწყვეტილებები.
ფინანსური დამოუკიდებლობა და დაგროვების უნარი – მონაწილეები შეიძენენ უნარებს, რომლებიც მათ დაეხმარება მომავალში პასიური შემოსავლის გენერირებაში, საინვესტიციო სტრატეგიების შემუშავებასა და საკუთარი ფინანსური რესურსების ეფექტურად მართვაში.
პრაქტიკული გამოცდილება რეალურ ბაზრებზე მუშაობისთვის – სიმულაციური ინვესტიციების საშუალებით, მონაწილეები ისწავლიან რეალურ ბაზრებში ინვესტირების პროცესს, გაანალიზებენ მონაცემებს, შეისწავლიან ფინანსურ ანგარიშებს და გაივლიან ინვესტირების სრულ ციკლს.
ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები – ინვესტიციების მართვა მოითხოვს სტრატეგიულ და ლოგიკურ აზროვნებას. მონაწილეები ისწავლიან, როგორ უნდა გაანალიზონ საინვესტიციო შესაძლებლობები, შეაფასონ რისკები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
თანამშრომლობა და გუნდური მუშაობის უნარი – პროგრამის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გუნდურ დავალებებს, რაც გაუმჯობესებს კომუნიკაციის, ორგანიზაციულ და პრეზენტაციის უნარებს.
მომზადება რეალური გამოწვევებისთვის – პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, მოსწავლეები არამარტო უკეთ გააცნობიერებენ ფინანსურ გადაწყვეტილებებს, არამედ მზად იქნებიან ინვესტირების რეალურ სამყაროში აქტიურად ჩასართავად.
პროექტი არა მხოლოდ ფინანსურ განათლებას აძლევს მონაწილეებს, არამედ მათ უყალიბებს კრიტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას, რაც სხვადასხვა პროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
საკონტაქტო ნომერი: 514 000 384 |
![]() |
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა ![]() |