UG სკოლის USAYPT 2025-ის ტრიუმფი: საერთაშორისო აღიარება ფიზიკის განათლებაში

ყოველწლიურად, UG სკოლის ახალგაზრდა ფიზიკოსთა გუნდი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით, მონაწილეობას იღებს შეერთებული შტატების ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირში (USAYPT). ეს პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი აერთიანებს მსოფლიოში წამყვან სკოლებს და ახალგზარდა მეცნიერებს, რომლებიც ერთმანეთს მეცნიერულ დებატებსა და ექსპერიმენტულ კვლევებში ეჯიბრებიან.2025 წლის ტურნირზე UG სკოლის გუნდმა იასპარეზა ფიზიკის 16 უძლიერეს გუნდთან ერთად და მოიპოვა მეხუთე ადგილი, რაც განსაკუთრებული მიღწევაა ისეთ ელიტარულ სკოლებთან დაპირისპირებაში, როგორიცაა Phillips Academy (Andover, MA), The Nueva School (San Mateo, CA) და Trinity School (ნიუ-იორკი, NY).

"USAYPT იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ კონკურსი - ეს იყო შესაძლებლობა, დავდგეთ მსოფლიოს რამდენიმე საუკეთესო ახალგაზრდა ფიზიკოსის გვერდით და დავამტკიცოთ საკუთარი შესაძლებლობები", - აღნიშნა გუნდის წევრმა ალექსანდრე მუჯირმა.

ტურნირის ჟიურის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს UG სკოლის გუნდის სტრუქტურირებულ მენტორობის პროგრამაზე, რაც გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა:

სერტიფიცირებული მენტორები - USAYPT-ის ოფიციალურად აღიარებული მენტორები, გენადი კიანი და მიხეილ კიანი, გადამწყვეტ როლს ასრულებენ სტუდენტების სამეცნიერო დებატებისა და ექსპერიმენტული დიზაინის წარმართვაში. 

"USAYPT-ის გამოცდილება UG სკოლის ფიზიკის გუნდს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განავითარონ კვლევითი უნარები, რაც პირდაპირ აისახება მათ კარიერულ პერსპექტივებზე," - აღნიშნა გუნდის მენტორმა და UG სკოლის ფიზიკის პედაგოგმა გენადი კიანმა.

UG სკოლის USAYPT 2025-ზე წარმატებული გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სკოლა რჩება STEM განათლების ლიდერად, სადაც ინოვაციები, ცოდნის გადაცემა და გუნდური სულისკვეთება ერთიანდება საერთაშორისო აღიარებისთვის. გუნდი კვლავაც იმუშავებს ახალი თაობის მეცნიერთა აღზრდაზე და მომავალი კონკურსებისთვის მომზადებაზე!

 

 

 

 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები