წელს UG სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეონა მიიღეს NHSMUN (National High School Model United Nations) კონფერენციაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ მოსწავლეთა დიპლომატიურ სიმულაციას წარმოადგენს. NHSMUN უკვე 51-ჯერ გაიმართა და მას ყოველწლიურად ათასობით ნიჭიერი მოსწავლე ესწრება სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა განიხილონ გლობალური საკითხები, გაიღრმავონ ანალიტიკური და საჯარო გამოსვლის უნარები და იმუშაონ საერთაშორისო გარემოში.
კონფერენციის ფარგლებში, მოსწავლეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა მოენახულებინათ გაეროს შტაბბინა, რამაც მათ საშუალება მისცა გაცნობოდნენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობას უშუალოდ იმ სივრცეში, სადაც მსოფლიო ლიდერები იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
გარდა კონფერენციის აკადემიური ნაწილისა, მოსწავლეებმა შეისწავლეს ნიუ-იორკის ისტორია და კულტურა. მათ მოინახულეს:
✔ Summit One Vanderbilt
✔ MET (Metropolitan Museum of Art)
✔ Statue of Liberty
✔ Central Park
✔ Brooklyn Bridge
✔ St. Patrick’s Cathedral
✔ Grand Central Terminal
✔ Rockefeller Center
აღსანიშნავია, რომ NHSMUN კონფერენცია ყოველწილურად იმართება ნიუ იორკში და იუჯი სკოლა გეგმავს მომავალშიც აქტიურ მონაწილეობას. ეს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს მოსწავლეებს აძლევს საშუალებას განივითარონ მნიშვნელოვანი უნარები, დაამყარონ საერთაშორისო კონტაქტები და მიიღონ გამოცდილება, რომელიც მათ მომავალ კარიერაში დაეხმარებათ.
იუჯი სკოლა ამაყობს მოსწავლეების მიღწევებით და მუდმივად ცდილობს შესთავაზოს მათ მსგავსი საერთაშორისო შესაძლებლობები.
![]() |
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა ![]() |