ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელი კრიტიკული აზროვნებისთვის

კოლუმბის სასამართლო – გმირი თუ დამნაშავე?

ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელი კრიტიკული აზროვნებისთვის

სწორედ ამ თემის კრიტიკულად გააზრებას ემსახურება ინოვაციური სასწავლო პროექტი „კოლუმბის სასამართლო პროცესი“, რომელშიც მოსწავლეები ერთდროულად იძენენ კვლევით, ანალიტიკურ და სასაუბრო უნარებს.

მოსწავლეები დამოუკიდებლად ეცნობიან ისტორიულ მასალებს — კოლუმბის წერილებს, მისი თანმხლები მეზღვაურების ჩანაწერებსა და სხვა პირველწყაროებს. ისინი თარგმნიან ტექსტებს, წერენ სიტყვით გამოსვლებს და ემზადებიან რეალური სასამართლო პროცესისთვის, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის  სიმულაციურ დარბაზში, ყველა შესაბამისი წესის დაცვით ტარდება.

პროექტის კულმინაცია არის იმიტირებული პროცესი, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარეს და ნაფიც მსაჯულებს წარუდგენენ თავიანთ არგუმენტებს. საბოლოოდ, სწორედ ნაფიცი მსაჯულები წყვეტენ — არის თუ არა ქრისტეფორე კოლუმბი მართლმსაჯულების თვალში გმირი თუ კი დამნაშავე.

ასეთი ფორმატის სწავლება არა მხოლოდ დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, არამედ ხელს უწყობს მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებას, პასუხისმგებლობის გაზრდას და ისტორიის მრავალმხრივი გააზრების უნარს.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები