„I-FEST 2025“-ის გამარჯვებულებისა და NHSMUN კონფერენციის მონაწილეების დაჯილდოება

UG სკოლის სივრცეში გაიმართა განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სკოლისთვის ისტორიულ გამარჯვებასა და საერთაშორისო წარმატებას – დაჯილდოვდნენ „I-FEST 2025“-ის ოქროს მედლის მფლობელი მოსწავლეები და ნიუ-იორკში ჩატარებულ NHSMUN-ის საერთაშორისო კონფერენციის ღირსეული წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პედაგოგები  და მენტორები რომლებმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს მოსწავლეთა მიღწევების მნიშვნელობას როგორც საგანმანათლებლო, ისე საზოგადოებრივ კონტექსტში.

„I-FEST 2025“, რომელიც ტუნისში ჩატარდა, წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების ფესტივალს, სადაც UG სკოლის გუნდმა უმაღლესი აღიარება – ოქროს მედალი მოიპოვა. მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილმა პროექტმა ჟიურისა და მონაწილე ქვეყნების დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს UG სკოლის მაღალ აკადემიურ და ტექნოლოგიურ სტანდარტს.ამავდროულად, UG სკოლის კიდევ ერთი გუნდი წარმატებით წარდგა ნიუ-იორკში გამართულ NHSMUN 2025-ის (National High School Model United Nations) კონფერენციაზე. მომავალი დიპლომატები აქტიურად მონაწილეობდნენ მრავალეროვნულ მოლაპარაკებებსა და თემატურ დისკუსიებში, წარმატებით წარმოაჩინეს საქართველოს ინტერესები და თავიანთი დელეგატური უნარები.

დაჯილდოების ცერემონიაზე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები, მედლები და სპეციალური პრიზები, ხოლო მათ მენტორებს მადლობის სიგელები

UG სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს მოსწავლეებსა და მათ მენტორებს და უსურვებს კიდევ უფრო დიდ წარმატებებს საერთაშორისო არენაზე!

 

 

https://youtube.com/shorts/0xyD2_s0Znk?si=okLB9BrniUnYaLyr




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები