მართული კითხვა- წიგნიერების განვითარების ერთ-ერთი ხერხია

 

 

 

 

 

UG სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი- ტუსია ცარელაშვილი სკოლაში დანერგილი მართული კითხვის მეთოდის შესახებ.

“-დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებში წიგნიერების განვითარება, ამიტომ ჩვენს მოსწავლეებს დამატებით უტარდებათ კითხვის საათი, რომლის მიზანია , ბავშვებმა იკითხონ ბევრი და ხშირად, მკითხველის ამპლუაში ახალი გამოცდილებები მიიღონ , დაბალანსირებული, ინტეგრირებული და დიფერენცირებული მეთოდების, აქტივობების მიდგომით.

წარმოგიდგენთ მეოთხეკლასელთა კითხვის საათს, სადაც ხდება დავალებებისა და სასწავლო რესურსების დიფერენცირება, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და გავრცელებული მეთოდია მართული კითხვა.

-ჩვენი მოსწავლეები მცირე ჯგუფებში კითხულობენ შესაფერის, ადეკვატური სირთულის ტექსტებს და ამუშავებენ კონკრეტული უნარის, სტრატეგიის დაუფლების მიზნით. მასწავლებელი მიზნობრივად ეხმარება და აძლევს უკუკავშირს, ვარჯიშობენ კითხვისა და წერის სტრატეგიების გამოყენებაში, ქმნიან მრავალფეროვან წერით ნამუშევრებს, უკეთებენ რედაქტირებას და წარუდგენენ მათ აუდიტორიას, შემდეგ კი აწყობენ კრიტიკულ განხილვებს.

-მართული კითხვის აქტივობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს , გაანალიზოს და გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლე და დაეხმაროს მათ, რათა განავითარონ კითხვის უნარები.

ჩემი სწავლების მიდგომები:




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები