UG სკოლაში უცხოური უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა

UG სკოლამ კიდევ ერთხელ უმასპინძლა  საერთაშორისო განათლებაზე ორიენტირებულ მნიშვნელოვან ღონისძიებას – LEAF-ის ორგანიზებით.

ჩვენს სივრცეში გაიმართა უცხოური უნივერსიტეტების გამოფენა, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთათვის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების გაცნობა.

გამოფენაში მონაწილეობდნენ ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებმაც მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია გააცნეს სწავლის პირობებზე, მიღების კრიტერიუმებზე, სტიპენდიებზე და სტუდენტური ცხოვრების სპეციფიკაზე.

ღონისძიებამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია  უფროსკლასელებში და მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, უშუალოდ ესაუბრათ უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და ნაბიჯი გადაედგათ მომავალი განათლების დაგეგმვისკენ.

UG სკოლა მადლობას უხდის ორგანიზაციას "LEAF" და ყველა მონაწილე უნივერსიტეტს წარმატებული და ინსპირაციული დღისათვის.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები