29 ნოემბერს UG სკოლამ პროექტს “Voice For Diplomacy” უმასპინძლა,რომელიც „ბისმარკის აკადემიასა“ და UG სკოლის თანაორგანიზებით განხორციელდა.
პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ — მონაწილეებთან ერთად განიხილეს აქტუალური თემები, მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში და წარადგინეს საკუთარი ხედვები.
დელეგატებმა შეხვედრები გამართეს საქართველოში ბრაზილიის ელჩთან, ბატონ კარლოს რიკარდო მარტინს სელიასთან, მშვიდობისმყოფელ ანა ნემსაძესთან და ქართველ დიპლომატ ბიძინა ჯავახიშვილთან.
საწყისმა დისკუსიებმა მონაწილეებს საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიური პრაქტიკისა და გლობალური პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევების ღრმა და სისტემური ანალიზის საშუალება მისცა.
სესიების დასრულების შემდეგ მომხსენებლებმა უპასუხეს დელეგატების შეკითხვებს;
|
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა
|