UG სკოლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს — სკოლამ წარმატებით გაიარა ექსპერტების მიერ განხორციელებული COBIS-ის (Council of British International Schools) ხარისხის უზრუნველყოფის პროცესი და ოფიციალურად გახდა ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი.
COBIS წარმოადგენს ბრიტანული საერთაშორისო სკოლების ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გლობალურ ქსელს , რომელსაც 300-ზე მეტი სკოლა და ასობით განათლების პროფესიონალი აერთიანებს მსოფლიოს 80 ქვეყანაში. წევრობა ენიჭებათ მხოლოდ იმ სკოლებს, რომლებიც აკმაყოფილებენ უმაღლეს აკადემიურ, ადმინისტრაციულ, უსაფრთხოების სტანდარტებს
COBIS-ის წევრობა ადასტურებს, რომ ჩვენი სკოლა აკმაყოფილებს უმაღლეს ბრიტანულ საგანმანათლებლო სტანდარტებს სწავლების ხარისხში, სკოლის მართვაში, უსაფრთხოებასა და მოსწავლეთა კეთილდღეობაში.
კომპეტენციების გაუმჯობესება და პროფესიული განვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია. COBIS უზრუნველყოფს უახლესი CPD ტრენინგებით, ვორკშოპებითა და სერტიფიკაციებით, რაც ჩვენი მასწავლებლების კვალიფიკაციას კიდევ უფრო მეტ დონეზე აიყვანს.
წევრობა გვაძლევს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც ჩვენი სკოლის წარმატებები, ინოვაციები და საუკეთესო პრაქტიკები ფართოდ გაზიარდება — ბლოგების, ვებინარებისა და კონფერენციების მეშვეობით.
მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გახდნენ გლობალური ქსელის ნაწილი და ჩაერთონ COBIS-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ოლიმპიადებში, აკადემიურ შეჯიბრებებში, დებატებში და გაცვლით პროგრამებში.
UG International School კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში ხარისხიანი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების მიღება რეალური და ხელმისაწვდომია

|
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა
|