UG სკოლის მოსწავლეები ქალისა და მამაკაცის თანაბარუფლებიანობაზე

 

 

 

 

 

გენდერი გულისხმობს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობას, თანაბარ შესაძლებლობებს, თანაბარ უფლება-მოვალეობებს და თანაბარ შანსებს ცხოვრებასა და საქმიანობაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობას სკოლის მერხიდანვე მიეწოდოს ინფორმაცია ამ ცნებების შესახებ. გენდერი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბავშვს ასწავლის თანამშრომლობის წესებს და ერთი სქესის პატივისცემას მეორის მიმართ. UG სკოლაში ვფიქრობთ, რომ ამის ელემენტები დაწყებით კლასებშივე უნდა ჩაიდოს, ხოლო მომდევნო ასაკობრივ ჯგუფებში უფრო მეტად გაიშალოს.

ტრადიციები, მენტალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებისადმი ჩვენს მიმართებას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფთან გვაქვს საქმე. საქართველოში გენდერული თანასწორობა უფრო ქალთა უფლებებისკენ იხრება, ქალის როლი ბოლომდე არ არის გახსნილი საზოგადოებაში. ჩამოყალიბებულია მყარი სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იჯდეს სახლში, ოჯახს მოუაროს და ბავშვები აღზარდოს. რა თქმა უნდა, ამას არავინ უარყოფს, გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ფუნქციების არაადეკვატურ განაწილებას, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ქალს არ შეეძლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრება, თუნდაც პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა.“-იუჯი სკოლის მოსწავლე.

სტატისტიკას თუ ავიღებთ, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა მუდმივი დეფიციტია. ეს იმის ბრალიც არის, რომ ქალი თავისუფლად ვერ წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობას, ბიზნესში იქნება თუ ცხოვრების სხვა სფეროში. თუმცა ხშირად თავად ქალებისთვისაა მიუღებელი გენდერული თანასწორობა. ბევრს მიაჩნია, რომ მთელი ცხოვრება ჩაკეტილმა, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულმა უნდა გაატაროს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ტრადიციებით, სოციალური ჯგუფის წარმოდგენებით, დამკვიდრებული წესებით, ინფორმაციის ნაკლებობით. ამიტომ სკოლას აქ ძალიან დიდი როლი ეკისრება. მნიშვნელოვანია, როგორ და რა ფორმით მიაწვდის მასწავლებელი მოსწავლეს ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ადეკვატური და ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები