აქცია "აჩუქე წიგნი"

 

 

 

 

 

აჩუქე წიგნი-ეს საყოველთაო გამოწვევა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის- გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივაა.
23 აპრილის წიგნის საერთაშორისო დღეა, საქართველოში კი ამ დღესასწაულს წიგნის ჩუქების დღეც შეემატა.
იუჯი სკოლის ლიტერატურული კლუბი სიამოვნებით გამოეხმაურა ამ საყოველთაო გამოწვევას და დაგეგმა ღონისძიება,რომელიც წიგნის პოპულარიზაციასა და განათლებული ახალი თაობის აღზრდას ემსახურება.
მოსწავლეებმა ენთუზიაზმით შეაგროვეს წიგნები,ესტუმრნენ სკოლებსა და საბავშვო ბაღს.
ეს დღე დღესასწაულად იქცა- იყო თბილი ღიმილი, მადლიერება,ახალი ნაცნობობა, აზრთა გაზიარება.
UG ბაღში, ლიტერატურული კლუბის წევრებმა თავად წაუკითხეს ზღაპრები პატარებს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ ირწმუნეს, რომ წიგნი მოიცავს ცოდნასა და განცდას, ჩაფიქრებასა და დაკვირკვებას და ამ დაკვირვებით გაკვირვებას.
ვიმედოვნებთ,რომ დღევანდელი სასიამოვნო განცდები დიდხანს გაჰყვება ამ აქციის მონაწილეებს და ფართოდ გაუღებს კარს წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები