UG სკოლის მოსწავლეები მერაბ სამხარაშვილი ნიკოლოზ ჭეჭელაშვილი მათე ბუცხრიკიძე და ვაჟა ტუღუში 2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები გახდნენ!
სიხარულით გაცნობებთ, რომ UG სკოლის მოსწავლეები მერაბ სამხარაშვილი ნიკოლოზ ჭეჭელაშვილი მათე ბუცხრიკიძე და ვაჟა ტუღუში 2026 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტები გახდნენ!
მოსწავლეებმა კონკურსზე წარადგინეს პროექტი HPR (Homegrown Propulsion Rocket) “ეკო რაკეტა“
პროექტის მთავარი მიზანია ეკოლოგიურად უსაფრთხო, „მწვანე“ სარაკეტო ძრავის შექმნა, მისი პრაქტიკული გამოცდა და იმის შესწავლა, თუ როგორ შეიძლება კოსმოსურ ინდუსტრიაში გარემოსთვის საზიანო პრაქტიკის უფრო მდგრადი ტექნოლოგიებით ჩანაცვლება.
პროექტის განვითარებისთვის გუნდმა 1000 ლარის დაფინანსება მოიპოვა.
პროექტზე მოსწავლეები მუშაობენ UG სკოლის ქიმიის მასწავლებლისა და პროექტის ხელმძღვანელის, ქალბატონი ირმა ყარალაშვილის, მხარდაჭერით. ფინალური ეტაპი 2026 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ფინალში გუნდები ჟიურის წინაშე საკუთარ პროტოტიპებს წარადგენენ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან 2026 წლის გამარჯვებულები.
განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ირმას მოსწავლეების მხარდაჭერისთვის, ცოდნის გაზიარებისა და მათთვის ინოვაციური იდეის რეალურ პროექტად ქცევაში დახმარებისთვის.
ვულოცავთ მერაბს, ნიკოლოზს ვაჟას მათეს და ქალბატონ ირმას ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს ვუსურვებთ ფინალურ ეტაპზე!