UG სკოლის წარმომადგენლების წარმატებული ვიზიტი კემბრიჯში

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში სამუშაო ვიზიტით მყოფმა UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსმა თინათინ თოფურიამ და UG სკოლის კემბრიჯის პროგრამის ხელმძღვანელმა მანანა თევზაძემ შეხვედრა გამართეს კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებთან.

ორმხრივ შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლაში მიმდინარე განათლების სისტემის ტრანსფორმაციას, კერძოდ – სწავლის პროცესში ბრიტანული სწავლების მოდელის დანერგვას, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კემბრიჯის საერთაშორისო ცენტრის მიერ ტრენინგების ჩატარებას, სახელმძღვანელოებითა და სასწავლო რესურსებით მომარაგებას.
მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიასა და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე მოკლევადიან პერსპექტივაში.

„აღფრთოვანებული ვარ ბრიტანეთში, კემბრიჯის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრში ვიზიტითა და მასპინძლების დახვედრით. წარმატებულად ვაწაროეთ მოლაპარაკება კემბრიჯის გამომცებლობასთან, რომელიც სახელმძღვანელოებითა და სხვა სასწავლო რესურსებით მოგვამარაგებს. გარდა ამისა ვესტუმრეთ „Royal Russell “ სკოლას, სადაც უშუალოდ გავეცანით სასწავლო პროცესს, აკადემიურ პერსონალს და ხარისხის სამსახურს. დარწმუნებული ვარ , რომ ჩვენი სკოლა იქნება ბრიტანული სწავლების მიმართულებით წარმატების ნიმუში. ამის თქმის საშუალებას კი სკოლაში დაგეგმილი ახალი ბრიტანული პროგრამები და კებმრიჯის საერთაშორისო საგამოცდო ცენტრთან აქტიური ურთიერთკავშირი მაძლევს”, – განაცხადა თინათინ თოფურიამ.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები