UG სამეცნიერო ფესტივალი

 

 

 

 

 

 

2019 წლის 8 ივნისს, UG სკოლისა და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი სახელწოდებით ,,UG სამეცნიერო ფესტივალი” .
ფესტივალში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა მიიღეს: იუჯი სკოლა (თბილისი), იუჯი სკოლა (ბათუმი), სკოლა „შავნაბადა“,სკოლა „თამარიონი“, სპს ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი (საგარეჯო), შპს თელავის „ევროპული სკოლა“, სკოლა „ნანა“(გარდაბანი), ტექნიკური შემოქმედების კლუბი „ინოვატორი“, სსიპ „აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი(ქუთაისი), სსიპ ქ.თბილისის #90 საჯარო სკოლა.
ფესტივალის დამთვალიერებლებმა იხილეს ახალი, ინოვაციური, სანახაობრივი და საინტერესო აქტივობები.
საბუნებისმეტყველო დარგების საინტერესო ექსპერიმენტების გამოფენა;
სამეცნიერო კაფე;
იმიტირებული არქეოლოგიური გათხრები;
 ვიდეოტური CERN-დან;

ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერების პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებს შორის; მოსწავლეთა ჩართულობას კვლევით პროექტებში; სკოლების მოტივაციას, შექმნან ორიგინალური, შემეცნებითი და სახალისო ექსპერიმენტები;
ღინისძიების ბოლოს UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსმა- თინათინ თოფურიამ მონაწილე მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.

#გააზიარეცოდნა

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები