UG სკოლის მოსწავლე სამეცნიერო ტურნირზე სრული დაფინანსებით გაემგზავრება

UG სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე დავით ტატუნაშვილი, 8-9 თებერვალს, ქალაქ ჰემპშირში (აშშ), ფილიპს ექსეტერის აკადემიაში (Phillips Exeter Academy) დაგეგმილ სამეცნიერო ტურნირზე, საქართველოს უნივერსიტეტის და სკოლის სრული დაფინანსებით გაემგზავრება.

დავითი გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, ის კემბრიჯის პროგრამის გამორჩეული მოსწავლეა. სწორედ ამიტომ სკოლამ გადაწყვიტა, შტატებში დაგეგმილ ტურნირში მოასპარეზე გუნდთან ერთად, დავითიც დასწრებოდა აღნიშნულ ღონისძიებას

შეგახსებეთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტისა და სკოლის სრული დაფინანსებით, 8-9 თებერვალს, ქალაქ ჰემპშირში (აშშ), ფილიპს ექსეტერის აკადემიაში (Phillips Exeter Academy) დაგეგმილ სამეცნიერო ტურნირში მონაწილებას, იუჯი სკოლის მე-10 კლასელების გუნდიც მიიღებს. გუნდი 7 წარჩინებული მოსწავლისგან დაკომპლექტდა.

შესარჩევი ტური 2019 წლის თებერვლის თვიდან იუჯი სკოლის კემბრიჯის პროგრამის ფარგლებში დაიწყო. კონკურსში მონაწილეობა მიღება სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეეძლო, რომელსაც უკვე შეუსრულდა 13 წელი.

 „UG სკოლა ყოველწლიურად ცდილობს სხვადასხვა ფორმით წაახალისოს მოსწავლეები, წელს გადავწყვიტეთ 7 საუკეთესო მოსწავლე დაგვეფინანსებინა ფილიპს ექსეტერის აკადემიაში (Phillips Exeter Academy) დაგეგმილ სამეცნიერო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. საერთაშორისო დონეზე ჩვენი მოსწავლეებისთვის ასპარეზის გახსნა, ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტული მიმართულებაა. დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის – ისწავლონ უკეთ, გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და შესაბამისად იყვნენ უფრო მეტად აქტიურები, წარმატებულები და თავდაჯერებულები”, – აღნიშნა ”იუჯი“ სკოლის ადმინისტრაციის უფროსმა თინათინ თოფურიამ.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები