იუჯი სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა პროექტი “იკითხე ქართული” განახორციელეს

იუჯი სკოლის მე-8ა კლასის მოსწავლეებმა პროექტი ,,იკითხე ქართული” განახორციელეს. „პროექტის მიზანი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია.

“სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დავამზადეთ ბუკლეტები, რომლებზედაც დავბეჭდეთ ქართული პროზისა და პოეზიის ნიმუშები. მოსწავლეებმა ჩაატარეს მინი გამოკითხვა. ქუჩაში გამვლელებს უსვამდნენ შეკითხვებს, თუ რამდენად ხშირად კითხულობენ ან იცნობენ ქართულ მწერლობას. შემდეგ მათ გადასცეს ქართული მწერლობის ნიმუშები. პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მშობლიური ენისა და ლიტერატურის მიმართ მეტი ინტერესის გაღვივებას, წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ჩამოყალიბება-განვითარებას. პროექტის შემდეგ ეტაპზე ვგეგმავთ მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ვიდეორგოლების მომზადებას და საჯარო ლექციების ციკლს ცნობილი ქართველი მწერლებისა და ფილოლოგების მონაწილეობით”, – აღნიშნა ეკა ორგაველიძემ, პროექტის ხელმძღვნელმა (UG სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი).




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ: 2 44 30 30, 591 99 29 21;
მეილი: ugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები