„იუჯი სკოლის“ მოსწავლეები საერთაშორისო სამეცნიერო ტურნირზე მიემგზავრებიან

საქართველოს უნივერსიტეტისა და სკოლის სრული დაფინანსებით, 8-9 თებერვალს, ქალაქ ჰემპშირში (აშშ), ფილიპს ექსეტერის აკადემიაში (Phillips Exeter Academy) დაგეგმილ სამეცნიერო ტურნირში მონაწილებას, იუჯი სკოლის გუნდიც მიიღებს. გუნდი 7 წარჩინებული მოსწავლისგან დაკომპლექტდა.

ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის მონაწილე წევრები, მთელი წლის განმავლობაში, კემბრიჯის პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად ემზადებოდნენ. მოსწავლეებს გაკვეთილები ფიზიკასა და ინგლისურში უტარდებოდათ.

ტურნირში მონაწილეობას მსოფლიოს 14 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

გუნდს ხელმძღვანელობს იუჯი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი -გენადი კიანი,ხოლო გუნდის მწვრთნელი გახლავთ -მიხეილ კიანი, იუჯი სკოლის ფიზიკის მასწავლებელი კემბრიჯის მიმართულებით.

ტურნირის დასრულების შემდეგ, მოზარდები ეწვევიან ჰარვარდის გეოლოგიის ისტორიულ მუზეუმსა და ბოსტონის სამეცნიერო მუზეუმს.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები