UG სკოლის პედაგოგები სასერტიფიკატო კურსს გაივლიან

UG სკოლის პედაგოგები საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ სასერტიფიკატო კურსს  გაივლიან .  კურსის მიზანი  ბავშვის უფლებათა კოდექსის მასწავლებლებისთვის დეტალური გაცნობა და  ძირითადი საკითხების მიმოხილვაა. სასერტიფიკაციო კურსი  ხელს შეუწყობს სკოლებში მასწავლებლებისთვის იმ თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაზიარებას, რომელიც ორიენტირებულია სკოლებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრაქტიკულ რეალიზაციაზე და ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას.

ორ კვირიანი სასერტიფიკატო კურსის სახელწოდებაა: „ბავშვის უფლებათა დაცვის სტანდარტები და მათი პრაქტიკული განხორციელება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში”.

კურსს  წარუძღვებიან გამოცდილი ტრენერები: სოფიკო მენაბდიშვილი, ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი

მარიამ ბობოხიძე, სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებული ძირითადი პრინციპები, სტანდარტები, ბავშვისა და ბავშვთან მომუშავე პროფესიონალების უფლებები, რომელთა ცოდნა მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ბავშვისა და მასწავლებლის უფლებათა დაცვის, ბავშვსა და მასწავლებელს შორის სათანადო და ჯანსაღი კომუნიკაციის უზრუნველყოფის, ბავშვის განათლების მიღების უფლების ეფექტიანი რეალიზებისა და სწავლების თანამედროვე, ბავშვზე ორიენტირებული მიდგომის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები