UG სკოლის გუნდმა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზე

საქართველოში პირველად ჩატარდა მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის რეგიონალური ფინალი, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბთ თორმეტმა გუნდა.   მათ შორის გახლდათ ჩვენი მოსწავლეების გუნდი  "UG - 1".-დავით ტატუნაშვილი, ანა არაბული  და გუნდი "UG - 2"-ნიკოლოზ ბარბაქაძე და სალომე მელაძე.

ოლიმპიადაში მონაწილე სკოლების ჩამონათვალი:  გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში;,ევროპული სკოლა; იუჯი სკოლა; წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ; ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა; იუჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემია; თბილისის არქიმედეს სკოლა;

აქედან საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა: 

 

  1. პირველი ადგილი - თბილისის არქიმედეს სკოლის გუნდი
  2. მეორე ადგილი - თბილისის არქიმედეს სკოლიდ გუნდი
  3. მესამე ადგილი -  იუჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემია 
  4. მეოთხე ადგილი - იუჯი სკოლა

 

 

2021 წლის მსოფლიო რობოტების ოლიმპიადის თემა იყო: PowerBots - The Future of Energy

ღონისძიების ოფიციალური ორგანიზატორი კომპანია  იუჯი-ლიმეს რობოტიკის საერთაშორისო აკადემია იყო.

UG სკოლა მადლობას უხდის ჩვენ მოსწავლეებს ოლიმპიადაში ღირსეული მონაწილეობისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივ მწვრთელებს, ორგანიზატორებს მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებისთვის! 

 

 




იუჯი საერთაშორისო სკოლა
ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები