Black light show

UG სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის, ნინო მირიანაშვილის ინიციატივით, მე-3 კლასებში განხორციელდა შემოქმედებითი პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ქართული ტრადიციული კოსტუმის ელემენტების გამოყენებით ქაღალდის თოჯინები შექმნეს და სცენაზე გააცოცხლეს.

პროექტის მთავარი მიზანი იყო, ბავშვები გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციულ ფოლკლორს კოსტუმის კუთხით და თავად აღმოეჩინათ განსხვავებები სხვადასხვა კუთხის ეთნოკოსტუმებს შორის. მოსწავლეებმა შეისწავლეს მთიულური, რაჭული, ქართული (ქართლ-კახური) და აჭარული სამოსის დამახასიათებელი ნიშნები — ფერები, ორნამენტები, თავსაბურავები და აქსესუარები — და მიღებული ცოდნა შემოქმედებით ნამუშევრებში ასახეს.

პროექტის დასკვნითი ნაწილი შთამბეჭდავი შოუ-პერფორმანსი იყო, რომელიც სკოლის თეატრის სცენაზე გაიმართა. პატარა მონაწილეებმა საკუთარი ხელით შექმნილი თოჯინები სცენაზე გააცოცხლეს, წარმოადგინეს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სამოსი და მაყურებელს ქართული კულტურის მრავალფეროვნება გააცნეს.

 

ინიციატივამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში როგორც შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ისე ეროვნული მემკვიდრეობისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაღრმავებას.

 




იუჯი საერთაშორისო სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები