კომპლექსური დავალება მათემატიკაში

კომპლექსური დავალება მათემატიკაში- „ეროვნული ფულის ნიშნების გამოყენება“

კომპლექსური დავალების ფარგლებში მესამე კლასის მოსწავლეებმა, მათემატიკის მასწავლებლის ხელმძღვანელობით,  გადაწყვიტეს დაედგინათ თუ რა ინგრედიენტები იყო საჭირო პიცის გამოსაცხობად, (თითოეული პროდუქტის წონა/რაოდენობა), დაადგინეს პროდუქტის ფასები და საბოლოოდ გამოთვალეს 1 პიცის თვითღირებულება.

მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეიძინეს საჭირო ინგრედიენტები, დათვალეს ფული და დაინგარიშეს მორჩენილი თანხაც.მოტანილი პროდუქტებისგან კი ჩვენი სკოლის შეფ-მზარეულმა გამოაცხო საჭირო რაოდენობის პიცები. „გემრიელი გაკვეთილზე“  მოხდა მთელის ნაწილების განსაზღვრა. მოსწავლები აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ აქტივობებში.

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები