იუჯი სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა

დედაენის დღესთან დაკავშირებით იუჯი სკოლაში ჩატარდა ენის კვირეული,რომელიც მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს სხვადასხვა საფეხურზე.

მოსწავლეებმა საინტერესო ბეჭდურ თუ ვიდეომასალაზე დაყრდნობით კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი ქართული ენის, ქართული დამწერლობის განვითარების ისტორიასა და საფახურებს.

გაიაზრეს 1978 წლის 14 აპრილის როლი, როგორც მშობლიური ენის, ასევე ეროვნული იდენტობის შენარჩუნების საქმეში.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები ენობრივი ნორმების შესახებ და გაუზიარეს სხვა საფეხურის მოსწავლეებს.

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები