რატომ უნდა გააცდინოს მოსწავლემ გაკვეთილი თუკი შეუძლოდაა, რაიმე ტრამვა აქვს მიღებული ან სხვა მიზეზის გამო ვერ მოდის სკოლის შენობამდე? ონლაინ სწავლების მეშვეობით სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლისათვის ონლაინ გაკვეთილს სახლიდან გაუსვლელად.

მშობელთან შეთანხმებით, მოსწავლე, რომელიც სკოლას აცდენს, მაგრამ მზად არის სახლიდან შემოუერთდეს საგაკვეთილო პროცესს სპეციალური ონლაინ საკომუნიკაციო ბაზის გამოყენებით შეძლებს დაესწროს გაკვეთილებს მის თანაკლასელებთან ერთად.

საკლასო ოთახში ამ დროს პედაგოგს ასისტირებს დამხმარე პედაგოგი, რომელიც კლასში არსებული ტექნიკის გამოყენებით უკავშირდება სახლში მყოფ მოსწავლეს. 

2020 წლის პანდემიის გამოცდილებამ სკოლას გაუფართოვა ონლაინ გაკვეთილების ჩატარების დიაპაზონიც. სკოლაში მოქმედი ტუტორიუმისა და რემედიაციის პროგრამებიც, მშობელთან შეთანხმებით, შესაძლებელია  ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.

სკოლა თანამშრომლობს „Webex-თან“, „ Microsoft Teams “-თან

და მიღებული აქვს ხანგრძლივი სარგებლობის ლიცენზია.

სკოლის თითოეული მოსწავლეს შესაძლებლობა აქვს წვდომა ქონდეს ონლაინ საკომუნიკაციო ბაზასთან წლის ნებისმიერ დროს.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები