სკოლაში ფუნქციონირებს რესურსებით მდიდარი და მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურას. ბიბლიოთეკაში აგრეთვე არის სასკოლო სახელმძღვანელოთა განყოფილება, რომლის გამოყენება შეუძლიათ იუჯი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. აქვე ტარდება საგანმანათლებლო დანიშნულების ხასიათის ტრენინგები, პოეზიის საღამოები და სხვა ლიტერატურული ღონისძიებები.
ჩვენს ბიბლიოთეკაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ, წაიკითხონ როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური საბავშვო ნაწარმოებები.
ბიბლიოთეკას სასწავლო პროცესში მრავალმხრივი დატვირთვა აქვს. მისი სივრცე და მრავალფეროვანი რესურსი გამოიყენება როგორც პროგრამით გათვალისწინებული, ასევე კლასგარეშე აქტივობებისთვის ( მკითხველთა თეატრი, წიგნების სარეკლამო პოსტერების კონკურსი და ა.შ).
UG სკოლაში დაწესებულია „კითხვის 20 წუთი“. ყოველდღიურად, განსაზღვრულ დროს, სპეციალური ზარი ატყობინებს სკოლის მოსწავლეებს, რომ კითხვის დროა. ყველა მასწავლებელი და მოსწავლე იკრიბება ბიბლიოთეკაში და იწყებს კითხვას. 20 წუთის შემდეგ ყველა თავის საკლასო ოთახს უბრუნდება.
ბიბლიოთეკაში შექმნილია თოთოეული მოსწავლისათვის კომფორტული გარემო: საკითხავი ზონა ნათელია, კედლები მოხატულია ბავშვებისთვის საყვარელი წიგნების გმირებით; იატაკი რბილი ხალიჩითაა დაფარული, რათა მოსწავლეებს კლასგარეშე კითხვისას რელაქსაციის საშუალებაც ჰქონდეთ.
ბიბლიოთეკა UG სკოლის ყველა მოსწავლისთვის საყვარელი ადგილია. ეს იმითაც გამოიხატება, რომ ბავშვები თავად იღებენ პასუხისმგებლობას მის მოვლაზე. შედგენილი აქვთ მორიგეობის ცხრილი, აქვთ მკითხველთა ბარათები და, მასწავლებლის დახმარებით, თვითონვე აწესრიგებენ ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებს.
UG სკოლის ბიბლიოთეკა ხშირად მასპინძლობს თანამედროვე საბავშვო მწერლებს, პოეტებს, ილუსტრატორებსა თუ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანებს.
მიგვაჩნია, რომ UG სკოლის ბიბლიოთეკას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი მოსწავლეების აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებაში. ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი და საინტერესო რესურსი, მისი მრავალმხრივი გამოყენება ხელს უწყობს ბავშვებში წიგნიერების დონის ამაღლებას, მათში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ფორმირების პროცესს.
UG სკოლის ბიბლიოთეკაში ხორციელდება წიგნიერების პროგრამა. სკოლაში მოსწავლეები აქტიურად კითხულობენ მხარტულ ლიტერატურას, ავსებენ მკითხველთა ბარათებს, წერენ წაკითხულის ანალიზს, აკეთებენ წაკითხული წიგნების სარეკლამო პოსტერებს და სხვა. UG სკოლის ბიბლიოთეკაში ასევე ინახება თავად მოსწავლეთა მიერ დამზადებული წიგნები და ყოველწლიური ალმანახებიც.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |