იუჯი სკოლის პედიატრი აკონტროლებს დღის მენიუს, საკვები პროდუქტების ვარგისიანობას, უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენას . სკოლის ექიმი წარმოადგენს მოსწავლის ინდივიდუალურ ანკეტას,რომელიც წარმოადგენს ბავშვის ჯანმრთელობის ისტორიას. მასში დაცულია უმნიშვნელოვანესი ცნობები, როგორიცაა : მოსწავლის სისხლის ჯგუფი, სადაზღვევო პაკეტით სარგებლობა, აქვს თუ არა ჩატარებული იმუნიზაცია ასაკობრივად (არქონის შემთხვევაში მშობელს მიეწოდება ინფორმაცია ინფექციური დაავადებების განვითარების შესაძლო რისკებზე), არის ჩამონათვალი გადატანილი დაავადებების შესახებ, ინფორმაცია ქრონიკულ პათოლოგიაზე, აქვს თუ არა ალერგია რომელიმე საკვებ პროდუქტსა ან მედიკამენტზე.
პედიატრი აკონტროლებს ფიზიკურ და სპორტულ დატვირთვას , რათა დროულად დაიგეგმოს და განხორციელდეს ჯანმრთელობის ხელშემწყობი აქტივობები და ხელი შეეწყოს ქრონიკული დაავადებების პრევენციას. (ყველანაირი სახის ინფორმაცია არის კონფიდენციალური). ექიმი მშობლებს აწვდის ინფორმაციას სკოლაში სანიტარული ნორმების დაცვისა და მოსწავლის პირადი ჰიგიენის, აგრეთვე, სწორი კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ და აკონტროლებს მათ შესრულებას , რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.
მაია მენაბდე
UG სკოლის პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
T: 591 88 32 06
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |