წრის მიზანი:
ჭადრაკის წრის მთავარი ამოცანაა მოსწავლეებში ფიქრის კონცენტრაციის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარების მაღალ დონეზე განვითარება. აქტიური სწავლის პროცესში მონაწილე მოსწავლეები სწავლობენ პოზიციების სიღრმისეულ ანალიზს, გადაწყვეტილებების სწორად მიღებას და სტრატეგიული მსჯელობის უნარების გაუმჯობესებას.
რატომ ჭადრაკი?
ჭადრაკი ავითარებს უნარს, რომ სირთულეების პირობებში, ყურადღებიანი და გააზრებული ფიქრის შემდეგ, ვიპოვოთ ერთი შეხედვით გადაულახავი გამოწვევების გადაჭრის ეფექტური გზები. მოსწავლეები სწავლობენ ბოლომდე ბრძოლის მნიშვნელობას, მოთმინებასა და გამარჯვებისკენ თავდაჯერებული სტრატეგიის ჩამოყალიბებას.
განრიგი:
სამშაბათი: 16:00 ან 17:00
ხუთშაბათი: 16:00 ან 17:00
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
საკონტაქტო პირი: 551 55 19 87
მისამართი: მერაბ კოსტავას 77ა
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა
|