ისტორია
UG სკოლა 2008 წელს პროგრესული განათლების სურვილიდან დაიბადა, მისი დამაარსებელია საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი პოზიცია უკავია.
სკოლის მიზანი ისეთი თაობის აღზრდაა, რომელსაც ექნება კარგი ცოდნა და განვითარებული ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევები, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სწავლა გააგრძელონ როგორც საქართველოს უნივერსიტეტებში, ისე ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში საზღვარგარეთ.
ამ კონკრეტული მიზნისათვის საქართველოს უნივერსიტეტმა თავდაპირველად დააარსა UG სკოლის საშუალო საფეხური, ხოლო 2011 წლიდან გაიხსნა დაწყებითი სექტორიც.
ჩვენთვის დაწყების დღიდან დღემდე მთავარი ღირებულება განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვაა. ჩვენი სლოგანიც ასე ჟღერს: -"lucem sequimur- თან ვდევთ სინათლეს"
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |