საოლიმპიადე

UG სკოლის მოსწავლეებისთვის არაერთი კონკურსი ტარდება. არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ოლიმპიადები, სადაც ჩვენი მოსწავლეები მუდმივად ირებენ მონაწილეობას.მედლები, სიგელები, ფასიანი საჩუქრები, შემეცნებით-დასასვენებელი ტურის საგზურები და რაც მთავარია, აღიარება სკოლაში, – ესაა ის ბენეფიტები, რომლითაც ოლიმპიადების გამარჯვებულები სარგებლობენ. 

სკოლის ნაკრები გუნდის  წევრობის კანდიდატები  შეირჩევიან  სასწავლო წლის სასკოლო კონკურსების ქვეპროგრამის ფარგლებში ორგანიზებული კონკურსის შედეგად. თითოეული ნაკრები გუნდის წევრებს, რეზერვისტებთან ერთად, საერთაშორისო კონკურსებისთვის წვრთნიან ნაკრები გუნდის მწვრთნელები (ლიდერი, თანალიდერი, ასისტენტი) და დამხმარე პედაგოგები. წვრთნების ხანგრძლივობა მერყეობს 6 თვიდან ერთ წლამდე.

მაგალითად,ამერიკის ნორჩ ფიზიკოსთა ტურნირი(USIYPT) წარმოადგენს ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსს, რომელსაც ასევე უწოდებენ "ფიზიკის მსოფლიო თასს". ტურნირი განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის და ეფუძნება სამეცნიერო კვლევების და საკვლევი ობიექტების წარმოჩენას ფიზიკის დარგში. იუჯი სკოლის მოსწავლეებმა 2019 წლის თებერვალში პირველად იასპარეზეს აღნიშნულ ტურნირზე. 

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით იუჯი სკოლა ახორციელებს პროგრამას, რომლის ფარგლებშიც წარჩინებული მოსწავლეებისათვის იმართება შემეცნებითი ტურები. მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ ისტორიული ადგილები, ასევე მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. 

 სკოლაში ყველაწლიურად ტარდება UG სამეცნიერო ფესტივალი;

ღონისძიება განკუთვნილია სკოლის ასაკის მოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვისაც. ფესტივალის მთავარი ამოცანაა სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. პროექტის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ საქართველოს საშუალო სკოლების მოსწავლეები.

UG სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები თავს მოუყრის მოტივირებულ მოსწავლეებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ თავიანთ მომავალ/მომიჯნავე  პროფესიაში შეიძინონ ის ახალი ცოდნა, რომელიც სცილდება სტანდარტულ საგაკვეთილო გეგმებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს პროექტებში საქართველოს რეგიონების სკოლების ჩართვა და მათი მოტივირება სამეცნიერო/შემეცნებით/ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა. 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები