დებატები და სამოქალაქო განათლება

სამოქალაქო განათლების პრაქტიკული კურსი, რომელიც შემუშავებულია სპეციალურად იუჯი სკოლის მოსწავლეთათვის, წარმოადგენს სინთეზს თეორიული და პრაქტიკული სწავლებისა და ორიენტირებულია მოსწავლეთა ზოგადი განათლების მიღებაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და მაღალი შინაგანი კულტურის ჩამოყალიბებაზე. სწავლება ხორციელდება მეთოდურად, როგორც საგანში არსებული აპრობირებული და კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმძღვანელოს მიხედვით, ასევე, სხვადასხვა ინტერნეტ წყაროს გამოყენებით. სწავლება უმეტესწილად ხორციელდება ვერბალური კომუნიკაციის მეშვეობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, სწრაფი ინტერაქციის, დიალოგის, მონოლოგისა და კამათის მეთოდების გამოყენებით.

 

სწავლის პროცესში ხორციელდება პრეზენტაციების გაკეთება და წარდგენა სხვადასხვა თემაზე, ასევე, ექსკურსიების ჩატარება სხვადასხვა თემატურ ადგილებში. მოსწავლეთა წახალისებისა და განვლილი მასალის უფრო თვალსაჩინო აღქმისა და დამახსოვრებისთვის ხორციელდება ექსკურსიები სხვადასხვა თემატურ ადგილებში, კერძოდ, ექსკურსია ტარდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში - მართლმსაჯულების უმაღლეს ორგანოში, საქართველოს პარლამენტში - ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ადგენს ქცევის ზოგად და კონკრეტულ წესებს, ქ. თბილისის მერიაში - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ორგანო მისი საქმიანობისა და მოცული სფეროების გათვალისწინებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - ქვეყნის ერთადერთი მარეგისტრირებელი ორგანო, რომლის საქმიანობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის თანამედროვე განვითარებისთვის და სხვა ადგილები. მოსწავლეებს, შესაბამისი თემის გავლის შემდეგ აქვთ საშუალება პირადად გაეცნონ და ეზიარონ ისეთ ადგილებს, ისეთ საქმიანობას, რის თაობაზეც იღებენ ცოდნას საკლასო ოთახებში.




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები