ჩვენი მისიაა განათლებული, ჰუმანურ-ლიბერალური ღირებულებების მქონე და პატრიოტული გრძნობით აღჭურვილი, ანალიტიკურად და შემოქმედებითად მოაზროვნე ღირსეული მოქალაქის აღზრდა, რომელსაც თავისუფლად შეეძლება სკოლაში მიღებული ცოდნის და უნარ-ჩვევების მეშვეობით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შემდგომი პიროვნული განვითარებისათვის ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ხედვა
იუჯი სკოლა საკუთარ თავს ხედავს საქართველოში მოქმედ ბრიტანული და ქართული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციებელ წარმატებულ სკოლად, რომელიც წარმოადგენს იუჯი სისტემის შუალედურ რგოლს (ბაღი-სკოლა-უნივერსიტეტი). სკოლას გააჩნია თანამედროვე მოსახერხებელი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურა: ბიბლიოთეკის, სასწავლო ლაბორატორიებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის ჩათვლით; თანამედროვე საერთაშორისო პროგრამა, სწავლების თანამეროვე მეთოდები, მაღალკვალიფიციური პედაგოგები. სკოლის დამთავრებისას მოსწავლე კონკურენტუნარიანია, როგორც ეროვნულ, ისე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩაბარებისათვის დაწესებული მოთხოვნების მიმართ.
ღირებულებები:
ლოგო:

სამყარო, როგორც უნივერსი, საპირისპირო ძალების, ტენდენციების ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მხოლოდ თანხმობით და ურთიერთანამშრომლობით მიიღწევა - სიმბოლურად გამოსახული ორი ხელის მტევნით.
ამ თანხმობის, ურთიერთკავშირის საფუძველი ცოდნის გზაა, რომელიც სჭვალავს სამყაროს, როგორც ირმის ნახტომი (რძიანი გზა), განათებული ქართული შვიდქიმიანი შვიდი ვარსკვლავით.
ლოგო წრეშია ჩასმული, ცენტრის მიმართ სიმეტრიულად განლაგებულია 2, სტილიზებული ხელის მტევანი - წითელი და რუხი, რომლებიც იჭერენ სფეროს ზემოდან და ქვემოდან. მათ შორის დარჩენილია ლათინური ასოს - S-ის მსგავსი თეთრი სერპანტინი, სადაც ქართული შვიდქიმიანი, წითელი შვიდი ვარსკვლავია განლაგებული -ზემოდან ქვემოთ, ასევე ცენტრის მიმართ სიმეტრიულად
|
იუჯი საერთაშორისო სკოლა
|