პროგრამის შესავალი

ამ საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა  ძირითადად სამეცნიერო, კვლევითი, აზროვნებითი უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული. პროგრამის მიზანია  მოსწავლემ გამოიმუშაოს სამეცნიერო ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების უნარი.   

UG სკოლაში სწავლება ორიენტირებულია შედეგზე. სკოლის ყველა კურსდამთავრებული წარმატებით აბარებს გამოცდებს უმაღლეს სასწავლებელში, იუჯელები  მუდმივად წარმატებას აღწევენ ოლიმპიადებზე,ფესტივალებზე, კონკურსებში, სკოლა მოსწავლეებს ასპარეზს უხსნის საერთაშორისო ტურნირებზე.

სკოლა მოსწავლეებს ორმაგი ატესტატის აღების შესაძლებლობას აძლევს. ბრიტანული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირების შედეგად, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეათე კლასის დასრულებისთანავე აქ, სკოლაშივე დაწერონ ბრიტანული საატესტატო გამოცდა ( გამოცდებს კემბრიჯის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები ჩაიბარებენ) და მიიღონ ბრიტანული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. კემბრიჯის ცენტრის მიერ გაცემული ბრიტანული ატერსტატი მოსწავლეებს გზას უხსნის ნებისმიერი საზღვარგარეთის უნივერსიტეტისაკენ ყოველგვარი დამატებითი გამოცდების გარეშე. 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები