კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, შპს ,,იუჯი სკოლის“ წესდების, სკოლის შინაგანაწესის და სკოლის დებულების შესაბამისად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა აერთიანებს ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ,,ჩვენი საქართვლოს“ და ,,მე და საზოგადოების“ საგნის პედაგოგებს.
კათედრის მთავარ მიზანს და ამოცანას წარმოადგენს:
• ძირითადი (გრიფირებული სახელმძღვანელოების) შერჩევა, დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება და ეფექტური გამოყენება;
• საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სკოლის ბიბლიოთეკისთვის ძირითადი თუ დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა;
• კათედრის წევრები იკრიბებიან თვეში ერთხელ. ხდება გამოცდილების გაზიარება. როგორც წარმატების მიზეზების განსაზღვრა, ისე პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
• რეკომენდაციების შემუშავება სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
• პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
• შემაჯამებელი დავალებების შედეგების, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მუშაობა მიმართულია შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო კლასებში, სადაც თანაბრად იქნება გათვალისწინებული და დაცული როგორც სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის, ისე მასწავლებლის უფლებები და პირადი სივრცე.
საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების მიზნებია:
• მოსწავლეს შესძინოს ცოდნა ისტორიის, გეოგრაფიის, სამართლის, ეკონომიკის, პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებში.
• დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და მიმდინარე პროცესებში საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.
• ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტ და პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
• ხელი შეუწყოს მის თავისუფალ პიროვნებად და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.
• დაეხმაროს მოსწავლეს ჰუმანური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.
• გამოუმუშავოთ მათ მტკიცე ნებისყოფა, განუვითაროს საგანგებო სიტუაციებში შეუცდომლად და უსაფრთხოდ მოქმედების უნარი, რათა მათ შეეძლონ ურთიერთდახმარება, საკუთარი და გვერდით მყოფის სიცოცხლის გადარჩენა სხვადასხვა სახის საგანგებო ვითარებაში.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |