ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრა

ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრა ხელმძღვანელობს შპს ,,იუჯი სკოლის“ კათედრის დებულებით, სკოლის შინაგანაწესით და ეყრდნობა ეროვნულ სასწავლო გეგმას.კათედრის წევრები მუდმივად თანამშრომლობენ ერთმანეთთან, ეფექტურად არჩევენ სასკოლო სახელმძღვანელოებს და დამატებით რესურსებს. გეგმავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. კათედრის წევრები იზიარებენ თანამედროვე სამყაროში არსებულ სიახლეებს და შეძლებისდაგვარად  ნერგავენ სასკოლო ცხოვრებაში. 

 

ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია:

 

• განუვითაროს მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმის, შეფასებისა და შექმნის პრაქტიკული უნარები; 

 

• დაეხმაროს მათ  ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან  ზიარებაში. 

 

• განუვითაროს მუსიკალური შემოქმედებითი უნარები, რაც დაეხმარება მოსწავლეს საკუთარი თავის აღმოჩენაში, თვითგამოხატვასა და განვითარებაში. 

 

• ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას , გააცნობიერებინოს მას ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. 

 

ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო და დამატებითი საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ჭადრაკი, სასცენო ხელოვნება და ქართული ცეკვა .

 

ყოველწლიურად ესთეტიკური და ფიზიკური კათედრის ორგანიზებით  სკოლის მოსწავლეები სწავლების ყველა საფეხურზე მონაწილეობას იღებენ შემდეგ აქტივობებში:

 

• თემატური და შემაჯამებელი სასკოლო გამოფენა

 

• ინტეგრირებული პროექტი

 

• ჭადრაკის სასკოლო და კლასებს შორის ტურნირი

 

• სასკოლო მუსიკალური ღონიძიება

 

• სპექტაკლი

 

• სპორტული შიდა სასკოლო და გასვლითი შეჯიბრები

 

• გასვლითი ღონისძიებები ( ვიზიტი მუზეუმში, კულტურული ძეგლების გაცნობა, შემოქმედებითი პროგრამები)

 

• Black light შოუ 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები