როგორ ვმართოთ ტანტრუმი

 

 

 

 

ტანტრუმი არის ჩვეულებრივ ხანმოკლე პერიოდით არაკონტროლირებადი აგრესიის გამოვლენა, რომლის დროსაც ბავშვს ახასიათებს ტირილი, ყვირილი, ნივთების სროლა, ძირს დაწოლა და ა.შ. ტანტრუმი არის ემოციური დისტრესი, რომელი იწვევს როგორც მშობლის, ასევე ბავშვის ფრუსტრაციას. ტანტრუმი ნორმალურად ითვლება წინა სასკოლო პერიოდში. განსაკუთრებით ხშირია 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

რა იწვევს ტანტრუმს?

ტანტრუმი არის ზრდის ნორმალური ნაწილი, რომელიც უმეტესობა ბავშვებში ვლინდება. ზრდასთან ერთად ბავშვი სწავლობს საკუთარი ემოციების მართვას და ხდებიან ფიზიკურად დამოუკიდებლები.

ტანტრუმს ძირითადად იწვევს შემდეგი სიტუაციები:

· სტრესი, შიმშილი, დაღლა და აღგზნებადობა- ეს ფაქტორები სირთულეს უქმნის ბავშვებს, რომ გამოხატონ და მართონ საკუთარი ემოციები და ქცევა.

· ტემპერამენტი- გავლენას ახდენს იმაზე თუ რა სისწრაფით და სიძლიერით რეაგირებს ბავშვი ემოციურ მოვლენებზე. ბავშვებში, რომლებიც მარტივად ნაწყენდებიან მეტია ალბათობა ტანტრუმის გამოვლენის.

· სიტუაცია, რომელთან გამკლავებაც ბავშვს არ შეუძლია- მაგალითად, როდესაც უფროსი ასაკის ბავშვი ართმევს სათამაშოს.

· ძლიერი ემოციები- შფოთვა, შიში, სირცხვილი და ბრაზი იწვევს ბავშვის გაღიზიანებას და ტანტრუმს.

როგორ ვმართოთ ტანტრუმი?

პირველ რიგში მშობელი უნდა შეეცადოს მაქისიმალურად შეამციროს ტანტრუმის გამომწვევი გარემო ფაქტორები. თუმცა ხშირად რთული ხდება მისი თავიდან არიდება. ტანტრუმის სამართავად მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდეგი:

· გამოიყენეთ მარტივი არჩევანი - როდესაც ბავშვს ეწყება ტანტრუმი, მშობელს მარტივად შეუძლია მისი შეჩერება. მაგალითად. თუკა ბავშვი უარს აცხადებს სადილზე, იმის მაგივრად რომ აიძულოთ მას ჭამა, რომელიც რა თქმა უნდა გაუძლიერებს ემოციებს, შესთავაზეთ აირჩიოს ხორცის მიღება სურს თუ ბოსტნეულის. მსგავსი მარტივი არჩევანის შეთავაზებისას აქტიურდება ბავშვის აზროვნება, რაც საშუალებას იძლევა მარტივად იმართოს ბავშვის ემოციები.

· ყურადღების გადანაცვლება- ასევე კარგი ხერხია ტანტრუმის შესაჩერებლად. სხვა სათამაშოს შეთავაზება, ან სულელური სიმღერი მღერა, იწვევს ბავშის ყურადღების გადართვას და ზრდის ცნობისმოყვარეობას, რომელის განცდისას გამოიყოფა დოფამინი და ბავშვში მცირდება სტრესი.

· ნუ დატუქსავთ იმის გამო რომ თქვენი არ ესმით- როგორც კი იწყება ტანტრუმის გამოვლენა, ბავშვს აღარ შეუძლია იაზროვნოს, შესაბამისად მას არ ესმის თქვენი და ვერბალურად ვერ შეძლებთ მის შეჩერებას. როდესაც ტანტრუმი არის დაწყებული ბავშვთან საუბარი მის გრძნობებზე და იმაზე, რომ ცუდად იქცევა არის დროის ფუჭი კარგვა და შეიძლება კიდევ უფრო გაღიზიანდეს.

· შეინარჩუნეთ სიმშვიდე- თუკი თქვენც გაბრაზდებით, სიტუაცია გართულდება როგორც თქვენთვის ასევე ბავშვისთვის. რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ბავშვი, მით უფრო მშვიდად უნდა ისაუბროთ თქვენ.

· გამოკვეთეთ მათი გაბრაზების მიზეზი- მაგალითად, „ძალიან საწყენია როდესაც ნაყინი ძირს გივარდება, ხომ ასეა?“ ამითი შეძლებთ ბავშვთან დაკონტაქტებას და მისი ემოციების უკეთ გაგებას.

· მიეცით დრო- ხანდახან ბავშვებს სჭირდებთ, რომ განთავისუფლდნენ უარყოფითი ემოციებისგან. ნუ შეეცდებით მის დამშიდებს, ის კიდევ უფრო გააბრაზებს.

· დაგეგმილი იგნორი-იყავით მასთან ახლოს, ისე რომ ხედავდეთ, თუმცა გაუკეთეთ იგნორი მის ქცევას. თქვენი ყურადღების სრულად დაკარგვისას თქვენ არ განუმტკიცებთ ბავშვს ამგვარ ქცევას. თუკი დაიწყებს ნივთების სროლას, დარტყმას, შეეცდება საკუთარი თავის ან სხვის დაზიანებას შეაჩერეთ, გამოარიდეთ სიტუაციას და უთხარით, რომ მსგავსი ქცევა მიუღებელია.

· თვალით კონტაქტი- დამშვიდების შემდეგ მიდით მასთან, ჩადით მის სიმაღლეზე, ისე რომ ამყარებდეთ თვალით კონტაქტს და აუხსენით, რა არ მოგეწონათ მის ქცევაში, ისაუბრეთ მის ემოციებზე, უტხარით რომ გესმით მისი და ასევე თქვენს ემოციებსაც გაუსვით ხაზი.

· ჩაეხუტეთ ბავშვს- ხანდახან,მშობლებს არ აქვთ სურვილი ბავშვის ტანტრუმის შემდეგ მასთან ჩახუტების. თუმცა ამგვარი საქციელით დაანახებთ, რომ სიმშვიდის დროს შეუძლია მიიქციოს თქვენი ყურადღება და მიიღოს სითბო. ხოლო ტანტრუმის დროს, სრულად დაკარგავს თქვენს ყურადღებას.

გვახსოვდეთ, თუკი ბავშვს შევუსრულებთ სურვილს ტანტრუმის დროს, ეს გახდება მისი საკომუნიკაციო ენა თქვენთან და მუდმივად მოინდომებს სასურველის მიღებას ამგვარი გზით.

სოფო კაშია

UG სკოლის ფსიქოლოგი




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები