2018 წელს UG სკოლა კებრიჯის რეგისტრირებული სკოლა გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლა უფლებამოსილია დანერგოს ბრიტანული სასწავლო პროგრამა სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე და ჩაატაროს ბრიტანული ეროვნული გამოცდები სკოლაშივე. ეს კი თავის მხრივ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს არა მხოლოდ კემბრიჯის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი უნივერსიტეტის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა.
სკოლა მოსწავლეებს ორმაგი ატესტატის აღების შესაძლებლობას აძლევს. ბრიტანული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირების შედეგად, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მეათე კლასის დასრულებისთანავე აქ, სკოლაშივე დაწერონ ბრიტანული საატესტატო გამოცდა ( გამოცდებს კემბრიჯის უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლები ჩაიბარებენ) და მიიღონ ბრიტანული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი. კემბრიჯის ცენტრის მიერ გაცემული ბრიტანული ატერსტატი მოსწავლეებს გზას უხსნის ნებისმიერი საზღვარგარეთის უნივერსიტეტისაკენ ყოველგვარი დამატებითი გამოცდების გარეშე. სკოლა კემბრიჯის პროგრამის განხორციელებას იწყებს ხუთი წლის ასაკის მოსწავლეებთან (პრესკულიდან) და თანმიმდევრულად მიუყვება პროგრამას მეათე კლასამდე. (A-Level - გამოცდებისთვის მოსწავლეები ემზადებიან მე-11, მე-12 კლასებში)
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |