სამყარო, სადაც მოგზაურობ პატარასთან ერთად, ზღაპარს უნდა ჰგავდეს
იცით, ბევრჯერ მიფიქრია რასგრძნობენ პატარები და როგორ ხატავენ ამ დროს თავიანთ ფიქრებს, როცა ვუკითხავთ ზღაპარს, ვიგონებთ სხვადასხვა ფერის ამბებსა თუ ზღაპრებს და მივხვდი, რომ ბავშებისთვის კითხვა არის, ჯადოსნური სამყარო და ამ ზღაპარში ჩვენც უნდა ვიმოგზაუროთ. თავიდან მათ ჰგონიათ, რომ ჩვენ სურათების მიხედვით ვყვებით ისტორიებს, მხოლოდ მოგვიანებით იწყებენ გააზრებას, რა ხდება სინამდვილეში.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვებისთვის კითხვა და წაკითხული წიგნის განხილვა, არის თქვენი შვილის IQ ზრდის საუკეთესო გზა.
როგორ შეგვიძლიათ შთავაგონოთ ბავშვს კითხვის ხანგრძლივი სიყვარული?
1. წაუკითხეთ თქვენს შვილზე ადრეული ასაკიდან.
და არა მხოლოდ ძილის დროს. შეიძინეთ სამაგიდო წიგნები და ქსოვილის წიგნები, როგორც თქვენი ბავშვის პირველი სათამაშოები. შექმენით "მყუდრო ადგილი", კავშირის რიტუალი, რომელშიც თქვენ ორივე ასოცირდებით სიყვარულთან კითხვის პროცესში.
2. მიაჩვიეთ, რომ ძილის წინ წიგნს წაუკითხავთ
ძილის წინ საწოლში წიგნის კითხვა, არის ერთ-ერთი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც დაეხმარება მათ გადატირთული დღის შემდეგ, ასევე დაგეხმარებათ თქვენ მათთან ურთიერთობაში. საწოლში კითხვას შეიძლება დავარქვათ - წამალი, რომელსაც ზრდასრულ ასაკშიც გამოიყენებს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას. ძალიან კარგი იქნება თუ ძილის წინ კითხვა იქნება რეგულარული, ტრადიციული და ზღაპრული – ისეთი, რომელსაც ბავშვი სიამოვნებით დაელოდება. ამ დროს მშობელი უნდა იყოს მხოლოდ ბავშვთან. გააფრთხილეთ ყველა, რომ არ ჩაგერთონ, არ დაგიძახონ დაარ შეგიშალონ ხელი. ეს დრო მთლიანად ბავშვისათვის უნდა იყოს განკუთვნილი. იკითხეთ ნელა, დაბალი ხმით და მგრძნობიარედ. თუ პატარას ბედნიერს ჩაეძინება კითხვისას, ე.ი. ყველაფერი სწორად გააკეთეთ.
3. შევქმნათ სახლის ბიბლიოთეკა
სახლის ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის. ეს არ უნდა იყოს უზარმაზარი ან ძვირფასი, ის უბრალოდ შეიძლება იყოს ოთახის კუთხე, სადაც წიგნებს თაროზე ან ყუთში შეინახავთ. მთავარია, რომ მათი წიგნები თვალსაჩინო ადგილას იყოს, ასევე აუცილებლად უნდა იყოს მათი შერჩეული წიგნები, რომელთა წაკითხვაც მათ სურთ. ეს უნდა იყოს
სურათებიანი წიგნებიდან, მოთხრობების წიგნებამდე, ქსოვილის წიგნებიდან, ხმოვან ან ქსოვილის ჭრელ წიგნებამდე. ბავშვშვებს სჭირდებათ მრავალფეროვანი წიგნები, რომ დაინტერესდნენ და სიამოვნებით იკითონ.
4. წაკითხულ წიგნებზე, დაგეგმეთ სახალისო და საინტერესო აქტივობები
თქვენ მიერ წაკითხული წიგნებიდან დაგეგმეთ თამაში ან აქტივობა. ეს შეიძლება იყოს სახალისო გზა იმისთვის, რომ ბავშვებმა იკითხონ სიყვარულით. მათ მოლოდინი ექნებათ, რომ უკუკაშირი,სახალისო და საინტერესო იქნება.
მაგალითად, პერსონაჟების დახატვა, ან მათი წიგნიდან საყვარელი სცენის ერთად გათამაშება. ასეთი აქტივობები მათ, ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში დაეხმარება.
5. ერთად ესტუმრეთ წიგნის მაღაზიების, ბაზრობებსა და გამოფენა-გაყიდვას
წიგნის მაღაზიებს, გამოფენა-გაყიდვებს აქვთ წიგნების ფართო არჩევანი, რომ ნახონ, დაათვალიერონ სხვადასხვა წიგნები, შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი, რომელიც შესაძლოა სახლში არ ჰქონდეს. დროს მათ უყალიბდებათ გემოვნება, ხდებიან უფრო მეტად მოტივირებულები იკითხონ უფრო მეტი.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ასეთ ადგილებში ყოველთვის სასიამოვნო და მშვიდი გარემოა, რაც ყველაზე მეტად მოსწონთ პატარებს.
6. ასწავლეთ ბავშვს კითხვის სიყვარული
ასწავლეთ თქვენს შვილს კითხვის სიყვარული, რომელიც სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ეს მხოლოდ ჩვენ, როგორც მშობელს შეგვიძლია გავაკეთოთ. არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე უყურებდე ბავშვს, რომელსაც უყვარს წიგნთან ერთად ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობა, კითხვის დროს ხმამაღლა სიცილი და მოყოლილი შინაარსის სიხარულით გადმოცემა.
როგორ ვასწავლოთ კითხვა სწორად – რამდენიმე საიდუმლო
ყველა წიგნს აქვს სამი შემადგენელი ნაწილი
· მთავარი გმირი (გმირები),
· სიუჟეტი
· მთხრობელის ხმა.
გვახსოვდეს, კითხვის პროცესში თითოეული უნდა გავითვალისწინოთ. გამოვყოთ მთავარი გმირი, აღვწეროთ სიუჟეტი და წავიკითხოთ შესაბამისი ხმითა და ინტონაციით.
ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კითხვის პროცესი იყოს სასიამოვნო – მშობელიც და ბავშვიც სიამოვნებას უნდა იღებდეს, ერთად უნდა უხაროდეთ ახალი ასოს გამოყვანა, დამარცვლა, ახალი სიტყვის წაკითხვა. ბავშვს ბუნებრივად უნდა, რომ ისწავლოს, განვითარდეს და მშობელი გაახაროს თავისი მიღწევებით.
სწავლება სიამოვნების პრინციპით
სწავლების პროცესის უმთავრესი პრინციპია მხიარული და თბილი გარემო. კატეგორიულად აკრძალულია იძულება და ჩხუბი. გარდა ამისა, კითხვა საჭიროა სწორად. ეს არამარტო სიტყვების სწორად და გარკვევით წარმოთქმას, არამედ სწორი ემოციის გამოხატვასაც გულისხმობს. ემოციები ეხმარება პატარას გრძნობებით ჩაერთოს პროცეში და მიიღოს სიამოვნება.
კითხვის სწავლების პროცესში აუცილებელია, მთლიანად ბავშვზე ვიყოთ კონცენტრირებული, მის ემოციებსა და შეგრძნებებზე. ჩავეხუტოთ, მასთან ერთად ვიტიროთ და ვიცინოთ.
ცვალეთ ინტონაცია, წაიმღერეთ, ტემპი შეანელეთ, ხმას აუწიეთ, დაუწიეთ – იგრძენით და გაიაზრეთ, რასაც კითხულობთ.. ასე ბავშვი კითხვას გაცილებით ადრე და ადვილად ისწავლის, ის ხომ დაინტერესებული და შესაბამისად მთლიანად კითხვაზე იქნება კონცენტრირებული.
და ბოლოს, გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე და იქონიეთ ,,ბილეთი’’ ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ.
ნინო იორდანიშვილი
UG სკოლის პედაგოგი
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |