ჩვენ სწავლების ბრიტანული მოდელი ავირჩიეთ, რომელიც

ითვალისწინებს ბავშვის სრულ მზაობას სკოლისთვის 5 წლის ასაკში. შესაბამისად, პროგრამა

იწყება 3 წლის ასაკიდან და გარდა მოტორული, აზროვნებითი და რაოდენობრივი უნარების

განვითარებისა, გულისხმობს მოსმენილი ტექსტიდან აზრის გამოტანის და კითხის უნარჩვევების განვითარების საწყისი ეტაპის დაძლევას.

 

პარალელურად პროგრამა ითვალისწინებს პატარა ადამიანის საზოგადოების სრულფასოვან

წევრად ჩამოყალიბების პირველ ნაბიჯებსაც. ამიტომ საზოგადოებრივი ჩვევების გააზრება

და გუნდური მუშაობა პროგრამის განუყოფელი ნაწილია.

სწავლება მიმდინარეობს ორენოვანად, ქართულად და ინგლისურად.

 

სასწავლო პროცესი 08:30 საათიდან 19:00 საათამდე მიმდინარეობს.

 

სასკოლო მზაობის ჯგუფების საგაკვეთილო ბადე შედგება დღეში 3 გაკვეთილისაგან, ესენია:

ჩვენს მოსწავლეებს კვირის განმავლობაში უტარდებათ „კითხვის საათი“ სკოლის

ბიბლიოთეკაში, წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს და აქტიურად ვატარებთ სხვადასხვა

კვირეულს, რომელიც ემსახურება წიგნის პოპულარიზაციას, კვირეულის მთავარი მიზანია

მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის კითხვის

შეყვარება.

კვირეულების ფარგლებში ხდება საგნების ინტეგრირება.

 

დანარჩენ დროს ბავშვებს უტარდებათ:

რობოტექნიკის, უნარ-ჩვევების, ხელოვნების,კულინარიის, კვილინგის, ორეგამის სახალისო

და შემეცნებითი გაკვეთილები.ბავშვები ასევე შეისწავლიან ჭადრაკს, სიმღერის, ცეკვის,

სასცენო ხელოვნების.

 

თითოეული აქტივობა რომელიც დაგეგმილია მაღალკვალიფიციური მეთოდისტებისა და

ფსიქოლოგების მიერ ემსახურება ერთ მიზანს- ბავშვებმა გამოიმუშაონ სწავლისა და

ზოგადად, შემეცნებითი პროცესისადმი პოზიტიური დამოკიდებულება.

 

გზამკვლევი

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები