UG სკოლის ერთ-ერთ მიზანს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლის აღზრდა წარმოადგენს.
მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებაში წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობები გვეხმარება: გარემოს დაცვითი აქციები, თემატური ვიდეორგოლები, ტრადიციული საქველმოქმედო მაღაზიები და სტენდები, აზრთა ლიდერების საჯარო ლექციები, კვირეულები და ა.შ
თითოეული აქტივობა მოზარდებში ამა თუ იმ საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, საბოლოო ჯამში კი მოსწავლეებს კულტურული და სამოქალაქო შეგნებას უვითარებს.
![]() |
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა ![]() |