UG სკოლაში, 2 მარტს ინტელქტუალური თამაშის „რა? სად ? როდის?“ გაზაფხულის სეზონი ჩატარდა. თამაშის მიზანია, მოსწავლე ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მათი მოტივირება და ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ასევე ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა. თამაშში მონაწილეობას 6 გუნდი იღებდა; მე-9,მე-10,მე-11, მე-12 კლასელებისა და წელს პირველად მასწავლებლების გუნდი.გამარჯვება კი მე-12 კლასელების გუნდმა და მასწავლებლების გუნდა სანდრო ზიბზიბაძის კაპიტნობით გაინაწილეს. ინტელქტუალური თამაში UG სკოლის გეორგაფიის მასწავლებლის, ლუიზა ხალაძის ინიციატივით გაიმართა.
იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული საერთაშორისო სკოლა |