მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩეული ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეთა თვითმმართველობა დაკომპლექტებულია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისაგან, რომლებიც აირჩევიან შესაბამისი საფეხურების მოსწავლეთა მიერ. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით. 

მოსწავლეთა თვითმმართველობის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს  მმართველობით საკითხებში მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.

UG სკოლაში 2023 წლის ოქტომბერში ჩატარებული მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, თვითმმართელობის თავმჯდომარე გახდა მე-12 კლასის მოსწავლე ქეთი ყოლბაია, ხოლო თავმჯდომრის მოადგილეები -მე-9 კლასის მოსწავლე ანდრია ოსეფაიშვილი და მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი ჯაოშვილი.

წარმატებას ვუსურვებთ  ჩვენ მოსწავლეებს! 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები