UG საშობაო ბაზრობა

19-22 დეკემბერს , UG სკოლამ  საშობაო საქველმოქმედო ბაზრობას უმასპინძლა. ამ საოცარმა დღეებმა გაერთიანა  ჩვენი მოსწავლეები, მასწავლებლები , მშობლები და მთლიანად სასკოლო საზოგადოება.

საშობაო ბაზრობა ორგანიზებული იყო ჩვენი მოხალისე მოსწავლეებისა  და სკოლის პერსონალის მიერ. ღონისძება დატვირთული იყო სხვადასხვა სახალისო აქტივობებითა და გასართობი ლოკაციებით.მხიარული  საახალწლო დეკორაციებით მორთულ ჯიხურებში გამოფენილი იყო მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები, გემრიელი კერძები და ცხელი სასმელები.

საქველმოქმედო ღონისძიებზე  შეხვდებოდით სკოლის მუსიკალური გუნდებისა და თეატრალური კლუბის  წარმოდგენებიდან დაწყებული, ყველა ასაკისთვის მორგებულ თამაშებსა და აქტივობებს. 

ბაზრობა სადღესასწაულო განწყობის შექმნის გარდა, კეთილშობილურ მიზანს ემსახურებოდა,  ღონისძიების შედეგად შემოსული თანხა და შემოწირულობა მიმართულია საქველმოქმედო მიზნისთვის-  ვეხმარებით სამ შვილიან სოციალურ დაუცველ ოჯახს. 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:591 992 921;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები