UG სამეცნიერო კონფერენცია 2024

24 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ცოდნა და უნარები ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეულის შემაჯამებელმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდებში დიდი ინტერესი და პოტენციალია მეცნიერებისადმი. მოსწავლეებმა  თეორიულ ნაწილთან ერთად,  წარმოადგინეს პრაქტიკული ექსპერიმენტები და კვლევები, რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. კონფერენცია მოწმობდა, რომ სწავლების პროცესი ნაყოფიერი და საინტერესოა, ხოლო მოსწავლეები მომავალშიც გააგრძელებენ ცოდნის მიღებას და მის გამოყენებას სამეცნიერო სფეროში.

 

 

 




იუჯი სკოლა
კემბრიჯის რეგისტრირებული
საერთაშორისო სკოლა

ჩვენი სოციალური ქსელი
კონტაქტი
მისამართი: თბილისი, 0160, კოსტავას 77ა.
ტელ:+995 32 244 30 30;
მეილი: ugschool@ug.edu.ge ; admissionugschool@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები